დაბა ახალდაბაში გზის მოასფალტება მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბა ახალდაბაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გზის მოასფალტება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ჭავჭავაძის ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი ადგილზე გაეცნო.

მათი ინფორმაციით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, დაბა ახალდაბის რამდენიმე ქუჩაზე 2 კმ ფართობზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

„აღნიშნული პროექტი, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ტაძრიში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 627 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყო სანიაღვრეები და ცხაურები. სამუშაოები მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ ადგილზე დაათვალიერეს. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს