სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ აქცია გამართა

წყალტუბოში, სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ქსელი გაუმართავია, რის გამოც ასამდე ოჯახს ორ თვეზე მეტია წყალი არ მიეწოდება, გადასახადს კი ყოველ თვე იხდიან.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანია მათ წყლის სპეციალური ავტომობილებით მიწოდებას დაპირდა, თუმცა არც ეს დაპირება სრულდება.

"ასამდე ოჯახი ვართ ამ მდგომარეობაში, გვპირდებიან, რომ მოგვიტანენ წყალს, მაგრამ ესეც ტყუილი დაპირებაა. წყალი არა, მაგრამ ქვითრები ყოველ თვე მოდის და არარსებულ წყალში ვიხდით თანხას", -განაცხადეს ადგილობრივებმა.

მოსახლეობას მხარდაჭერა გაერთიანებულმა ოპოზიციამ გამოუცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს