გიორგი ყიფშიძე - ალბათ, 109-ე მუხლით გამოძიება ცალკე მიმდინარეობს - სხვა ახსნას, თუ სად არის გურამ ამირხანაშვილის მეხუთედ გამოკითხვის ოქმი, ვერ ვპოულობ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი, გიორგი ყიფშიძე ვარაუდობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გამოძიება ცალკე მიმდინარეობს და სწორედ იმ საქმეში მოიპოვება გურამ ამირხანაშვილის ჩვენება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ყიფშიძე განმარტავს, აღნიშნულით აიხსნება ის ფაქტი, რომ საქმის მასალების ახალ ტომში გურამ ამირხანაშვილის ბოლო გამოკითხვის ოქმი არ მოიპოვება.

ადვოკატის თქმითვე, აღნიშნულით გამოძიება საზოგადოებრივ აჟიოტაჟს მოერიდა, ვინაიდან აქამდე მოპოვებული საქმის ყველა მასალა გასაჯაროვდა.

„როცა ადამიანი დაბარებული ჰყავთ მოწმის სახით გამოკითხვაზე, ის შენობაში შედის და რამდენიმე საათი რჩება, ამის დოკუმენტი აუცილებლად უნდა არსებობდეს, სხვაგვარად იქ მოწმის ყოფნა აბსოლუტურად დაუშვებელია. გაჩნდა ვერსია, რადგანაც გამოძიებამ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის დეკლარირება გააკეთა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 109-ე მუხლით გამოძიება ცალკე დაიწყეს და არის ახალი ნომრით სხვა საქმე დაწყებული, სადაც ის ადამიანები იკითხებიან, რომელთა მიმართებაშიც ზუსტად იციან, რომ მასალების გადაცემის ვალდებულება არ აქვთ და ეს არ გახმაურდება. სავარაუდოდ, იქ გროვდება ამირხანაშვილის ჩვენებაც და სხვა მტკიცებულებებიც. სხვა მიმართულება აქვს აღებული იმ საქმეს, რომელიც სავარაუდოდ, მერე ამ საქმესთან გაერთიანდება. სხვა ახსნას, თუ სად არის გურამ ამირხანაშვილის ჩვენება, ვერ ვპოულობ.

თითოეული დოკუმენტი, რომელიც გამოძიებამ დადო, საჯარო გახდა, აქედან გამომდინარე, ცალკე დაიწყეს 109-ე მუხლით გამოძიება, იქ მიდის ცალკე მტკიცებულების შეგროვება. როცა მივლენ ბრალდებულების ეტაპზე და ვალდებულება წარმოეშვებათ ვიღაცას საქმე გადასცენ, უკვე მშვიდად, წყნარად ექნებათ მტკიცებულებები დაგროვებული საზოგადოებრივი აჟიოტაჟის გარეშე“, - აცხადებს ყიფშიძე.

კითხვაზე, ბრალდებულებისთვის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ნაწილის დამტკიცებას გამოძიება გურამ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე ხომ არ შეეცდება, ადვოკატი პასუხობს, რომ ასე ვერ მოხდება.

„109-ე მუხლი ამირხანაშვილმა რომ დაადასტუროს, მას თვალნათლივ უნდა ჰქონდეს დანახული, პირთა ჯგუფი როგორ უსწორდება სასტიკად გიორგი შაქარაშვილს, სხვაგვარად ის ვერაფერს დაადასტურებს. თუ ამირხანაშვილმა ეს ყველაფერი იცოდა, ამას აქამდე მალავდა და არ ამბობდა, პრობლემა თვითონ ამირხანაშვილს შეექმნება. ვფიქრობ, მას არამხოლოდ სამართალთან ექნება პრობლემა, არამედ მთელ საქართველოსთან“, - აცხადებს ყიფშიძე.

ცნობისთვის, გურამ ამირხანაშვილი გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობარია. ის არაგვის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, თბილისიდან ჩასულმა „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილმა თბილისში ჩამოიყვანა. მანქანაში მჯდომ პირებს საგამოძიებო უწყება ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასაც ედავება.

უფლებადამცველების განცხადებით, გურამ ამირხანაშვილმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და ის არასანდო მოწმეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა