თენგიზ ფხალაძე  - ერთმანეთისაგან დაშორებული საზოგადოება და ხელისუფლება ვერასოდეს ააშენებს წარმატებულ ქვეყანას, რაც მალე მიხვდებიან ამას ჩვენი პოლიტიკოსები, მით უკეთესი იქნება

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, ჯიპას-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გართულებული ვითარების, ასევე სირიაში თურქეთსა და რუსეთს შორის მორიგი დაპირისპირების ფონზე მოსკოვმა საქართველოსთვის მოიცალა.

რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო და საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

იმავე განცხადებაში ქართული მხარე პოლიტიკური სპექტაკლების მოწყობაშია დადანაშაულებული და გაკეთებულია მოწოდება დიალოგისაკენ. იმავე განცხადებაში ასაევე ოფიციალური აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსაც ადანაშაულებს. ყველაფერი ეს ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მისამართით ამ ტიპის განცხადებებს სმოლენსკის მოედნიდან თითქოს მიჩვეულებიც კი ვართ, მაგრამ ის, თუ რა მოვლენების ფონზე და ტონალობაშია გაკეთებული განცხადება, აშკარად აჩენს, როგორ მიმიმუმ არაჯანსაღ აზრებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთის საგარეო უწყების მიერ ჩვენი მისამართით გაკეთებულ ბოლო განცხადებას?

- პირველ რიგში აზერბაიჯან-სომხეთის თემას შევეხები და ვიტყვი, რომ რაც ახლა ხდება უაღრესად საგანგაშოა. სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ ჩვენი პასიურობით, არც უსაფრთხოების საბჭო, არც საპარლამენტო განხილვა, არც განცხადება... მხოლოდ ერთი სატელეფონო საუბარი. თითქოს ეს ყოველივე სხვა პლანეტაზე ხდებოდეს და არა უშუალოდ ჩვენს საზღვართან. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლებული კონფლიქტის ფონზე დიდი ყურადღება და გამჭრიახობა გვმართებს. ვითარება საკმაოდ რთულია.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლებული კონფლიქტის ფონზე დიდი ყურადღება და გამჭრიახობა გვმართებს. ვითარება საკმაოდ რთულია

ახლა რაც შეეხება, თქვენს კითხვას - სამწუხაროდ, ერთგვარ ტენდენციად იქცა, რომ საქართველო თავის მართლების მდგომარეობაშია. რუსეთი ბრალს გვდებს მაშინ, როდესაც სიმართლე ჩვენს მხარეზეა და პრეტენზიას პირიქით უნდა ვუყენებდეთ.

მეჩვენება, რომ ბოლო პერიოდში ბევრი რამ გავატარეთ რეეგარირების გარეშე, მაგალითად ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ლიდერების დასწრება მოსკოვში სამხედრო აღლუმზე და შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტთან, ოკუპურებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამჟამად მიმდინარე სამხედრო სწავლებები, ლავროვის ინტერვიუ და სხვ.

გავიხსენოთ თუნდაც განცხადებების მთელი სერია ლუგარის ლაბორატორიაზე, ჩვენ მხოლოდ თავს ვიმართლებდით. ერთხელაც არ ამოგვიღია ხმა რუსეთში არსებულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე, სადაც მართლაც შესაძლებელია ვირუსების შექმნა. სხვათა შორის ერთ-ერთ ასეთ ლაბორატორიაში შარშან აფეთქება მოხდა, მაგრამ ჩვენ არ მოგვითხოვია მონიტორინგი და ქართველი ექსპერტების დაშვება ვითარების შესასწავლად.

საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, მუდმივად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ. მაგრამ რუსეთი არ გახლავთ ის ქვეყანა, რომელიც ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ჟესტებს დააფასებს, ამიტომაც მას ხშირი შეხსენებები სჭირდება და საკუთარი წილი პასუხისმგებელობის მოთხოვნა. საქართველო საინფორმაციო ომში იმყოფება და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ მეტოქეს კომფორტულად თავის შეგრძნობის შესაძლებლობა.

რუსეთი არ გახლავთ ის ქვეყანა, რომელიც ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ჟესტებს დააფასებს, ამიტომაც მას ხშირი შეხსენებები სჭირდება და საკუთარი წილი პასუხისმგებელობის მოთხოვნა. საქართველო საინფორმაციო ომში იმყოფება და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ მეტოქეს კომფორტულად თავის შეგრძნების შესაძლებლობა

თქვენს მიერ ხსენებული განცხადება უაღრესად ცინიკურია და ის კვლავაც „გაღმა შეედავეს“ პრინციპითაა დაწერილი. ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ამ განცხადებას და საქართველოს მოქალაქისადმი სროლისა და მისი დაკავებისათვის რუსეთმა პასუხი არამხოლოდ თბილისიდან, არამედ შეერთებული შტატებიდან, ჟენევის თანათავმჯდომარეებისა და ზოგადად საერთშორისო თანამეგობრობისგან მიიღოს. ამავდროულად განცხადება რეაგირების ერთადერთი საშუალება არ არის.

სხვა მექანიზმებიც უნდა ამოქმედდეს, თუნდაც იგივე ტატუნაშვილ-ოთხოზორიას სიის ამოქმედება. არ შეიძლება, საქართველოს მოქალაქეების გატაცება, მათი ღირსებისა და სიცოცხლის ხელყოფა დაუსჯელი რჩებოდეს.

- როცა საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ხშირად გვიწევს იმის გახსენება, რომ უკანასკნელი პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მისამართით აშშ-დან, ევროკავშირის სხვადასხვა დონეებიდან საკმაოდ სერიოზული კრიტიკა გამოითქვა.

თუ როგორ პასუხობს ამ კრიტიკაზე ხელისუფლება ვიცით. სტრატეგიული პარტიორების კრიტიკა მას შემდეგაც ვიხილეთ, როცა კონგრესის ასიგნებათა კომიტეტმა საქართველოსთვის დახმარების შემცირებაზე გადაწყვეტილება მიიღო. ამ თემაზე ბევრი კი ითქვა, მაგრამ მე მაინც გკითხავთ - თქვენ როგორ აღიქვით ჩვენი დასავლელი პარტნიორების გახშირებული კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მისამართით?

- თქვენს მიერ ნახსენები შესწორებას ჯერ არ მიუღია კანონის სახე, მაგრამ პროცესი მიდის. ეს კანონპროექტი არ განეკუთვნება ე.წ. „თაროზე შემოსადებ“ კატეგორიას. ვუყურებდი განხილვას ქვეკომიტეტში და კომიტეტშიაც. იქ ბევრ საკითხზე გამოითქვა მოსაზრება - უკრაინა, ისრაელი, პალესტინა, უნგრეთი, პოლონეთი და სხვ.

მაგრამ საქართველოზე ხმა არავის ამოუღია. ამ შესწორების მართებულობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. სამსჯელოც კი არ გამხდარა. ვფიქრობ თავად ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს.

ასავე უაღრესად დამაფიქრებელია ევროპარლამენტის ანგარიში და საგარეო კომიტეტის რეზოლუცია. ძალიან მკაცრი დეფინიციებია სასამართლოს, მედიის, პოლიტიკური დევნასა და სხვა საკითხებთან მიმართებაში.

უაღრესად დამაფიქრებელია კორუფციის ხსენებაც (some concerns of high-level corruption persist!). ამ ვითარებაში ალბათ მთავარი კითხვა ისაა, როგორ აღიქვა და რა დასკვნა გამოიტანა თავად ხელისუფლებამ?!

მგონია, რომ ხელისუფლება ვერ ხვდება ჩვენივე პარტნიორებისგან წამოსული კრიტიკის გამო წარმოქმნილი ვითარებას სიმწვავეს და არც არავინ დარჩა, რომ რეალური სურათი დაანახოს. თვითდამშვიდების პოლიტიკა და საკუთარი თავის მაამებლური განცხადებები მხოლოდ ართულებს ვითარებას და აშორებს ხელისუფლებას რეალობისაგან.

ხელისუფლება ვერ ხვდება ჩვენივე პარტნიორებისგან წამოსული კრიტიკის გამო წარმოქმნილი ვითარებას სიმწვავეს და არც არავინ დარჩა, რომ რეალური სურათი დაანახოს. თვითდამშვიდების პოლიტიკა და საკუთარი თავის მაამებლური განცხადებები მხოლოდ ართულებს ვითარებას და აშორებს ხელისუფლებას რეალობისაგან

ამით მხოლოდ ის შედეგი მივიღეთ, რომ ცამოწმენდილზე პრობლემებს ვქმნით და მეგობრები ოპონენტებად ვაქციეთ. ჩვენი ძალისხმევა და რესურსები სტრატეგიულ პარტნიორებთან წამგებიან დისკუსიებში იკარგება, რაც უარყოფითად მოქმედებს სხვა საკითხების განხილვაზე.

ახალი ინიციატივების განვითარებაზე, თუნდაც საქართველოს მხარდაჭერის აქტზე, რომელმაც ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გაიაროს, რომ კანონის ძალა შეიძინოს.

- მოგეხსენებათ, რომ არა მარტო პანდემიის გამო მსოფლიოში საკმაოდ რთული, შეიძლება ითქვას, ბევრი თვალსაზრსით გაუგებარ-გაურკვეველი ვითარებაა. საქმეს ისიც ამწვავებს, რომ ახლო აღმოსავლეთში თურქეთსა და რუსეთს შორის გამწვავებული დაპირისპირება ერთი მხრივ იზრდება, მაგრამ მეორე მხრივ ანკარამ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აღადგინა.

ახლო აღმოსავლეთში რუსეთის აქტიურობა ჩვენთვის იმითაა საყურადღებო, რომ სირიაში აქტიურობის ფონზე კრემლის პროპაგანდა სულ უფრო ხშირად საუბრობს პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავის პრეტენზიებზე.

ვხედავთ, რომ რუსეთში, საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც პუტინს პრეზიდენტობა 2036 წლამდე შეეძლება, რუსეთის ქალაქებში მომხდარით უყმაყოფილოთა საკმაოდ მძლავრი საპროტესტო ტალღის აგორება მოჰყვა. ასეთ ფონზე სულაც არაა გამორიცხული, რომ კრემლში მეზობლებზე რევანშისტული განწყობებმა შეიძლება იმატოს.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილის განცხადებით - „ყველაფერი ეს ჩვენთვის საკმაოდ რთულ ვითარებას ქმნის და ჩვენგან ფილიგრანულ საგარეო პოლიტიკას მოითხოვს.“

მსოფლიოში ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რამდენად აქვს ქართულ დილომატიას შანსები, რომ შეძლოს საგარეო პოლიტიკის ფილიგრანულად წარმობა?

- პუტინს პრეზიდენტობა იქამდე გაგრძელდება, სანამ ამას ფიზიკურად შეძლებს. მისი „ბრეჟნევიზაცია“ შეუქცევადი პროცესია და ეს კიდევ მეტად საშიშია ჩვენთვის. მისი ამბიციები მზარდია. მან მიიღო სიცოცხლის ბოლომდე მმართველის ტიტული და ახლა საკუთარ ხალხს შედეგი უნდა დაანახოს.

რუსეთში დღეს საკმაოდ რთული ვითარებაა. ვგულისხმობ ხელისუფლების ეშელონებში არსებულ შიდა წინააღმდეგობებს და არა მხოლოდ სოციალურ ფონს, რომელიც ასევე მძიმეა.

სულ ახლახანს რუსეთის პრეზიდენტმა ახალი ინიციატივა გააჟღერა ოლიგარქებისათვის საგადასახადო შეღავათების თაობაზე. პუტინს ეს ყოველივე სჭირდება, რათა ამ სანქციების ფონზე რესურსები მოიზიდოს. ამ ვითარებაში მისთვის ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე გამარჯვებები.

დღეს მსოფლოში უამრავი პრობლემაა - პანდემია, პროტესტები და მომავალი არჩევნები აშშ-ში, წინააღმდეგობები ევროკავშირიში, სირია და კიდევ უამრავი რამ, რაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. ეს ვითარება შესაძლოა პუტინისათვის სწორედ ე.წ. „ახლო სამეზობლოში“ თავისუფალი მანევრირების საშუალებად იქნას აღქმული. კაზუს-ბელი შიძლება ნებისმიერი რამ გახდეს.

დღეს მსოფლოში უამრავი პრობლემაა - პანდემია, პროტესტები და მომავალი არჩევნები აშშ-ში, წინააღმდეგობები ევროკავშირიში, სირია და კიდევ უამრავი რამ, რაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. ეს ვითარება შესაძლოა პუტინისათვის სწორედ ე.წ. „ახლო სამეზობლოში“ თავისუფალი მანევრირების საშუალებად იქნას აღქმული. კაზუს-ბელი შიძლება ნებისმიერი რამ გახდეს

რამდენიმე თვეში იგეგმება „კავკაზ-2020“ წვრთნების ჩატარება, რომელიც თავის შინაარსითა და მასშტაბით საქართველოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ამაზე ახლავე უნდა ამოვიღთ ხმა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ჩვენსკენ მოავიპყროთ.

საჭიროა კარგად გათვლილი სტრატეგია და პრევენციული ქმედებები, რომლებიც საქართველოსათვის მეხამრიდის როლს შეასრულებს. რაც შეეხება ქართულ დიპლომატიას, მერწმუნეთ, ეს სერიოზული რესურსია. ვგულისხმობ სწორედ პროფესიონალ დიპლომატებს, რომლებიც დღესაც ბევრ რამეს აკეთებენ, ხშირად ბევრისთვის უხილავად და კიდევ მეტის გაკეთება შეუძლიათ. მაგრამ რესურსს გამოყენება სჭირდება.

კითხვა ისაა, რამდენად შეუძლიათ პოლიტიკოსებს ამ პროფესიონალი დიპლომატებისთვის სწორი დავალებების მიცემა და მათი შესაძლებლობების სრულფასოვნად ამოქმედება. ჯერ სტრატეგია უნდა შეიქმნას და მერე უნდა მოსთხოვო დიპლომატს მისი განხორციელება. სხვანაირად საგარეო პოლიტიკა არ კეთდება.

კითხვა ისაა, რამდენად შეუძლიათ პოლიტიკოსებს ამ პროფესიონალი დიპლომატებისთვის სწორი დავალებების მიცემა და მათი შესაძლებლობების სრულფასოვნად ამოქმედება. ჯერ სტრატეგია უნდა შეიქმნას და მერე უნდა მოსთხოვო დიპლომატს მისი განხორციელება. სხვანაირად საგარეო პოლიტიკა არ კეთდება

- იმის გამო, რომ 2020 წელი საარჩევნო წელია, დღე არ გავა, რომ საშინაო პოლიტიკაში რამე ისეთი არ მოხდეს, რაზეც ცალკე საუბარი არ ღირდეს.

ყველა დეტალზე ნამდვილად ვერ შეგაწუხებთ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი მინდა გავაგრძელოთ ამგვარი კითხვით - თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ვითარებას და თქვენივე დაკვირვებით, სავარაუდოდ, რით განსხვავდება იგი წინა წლებში წინასაარჩევნო ვითარებებისაგან?

- ძირითად განსხვავებას ბოლოს მიღებული საარჩევნო კანონმდებლობა ქმნის. საქართველოში ფაქტიურად პროპორციული არჩევნები ტარდება, რაც თავისთავად სიახლეა. დაბალი ბარიერი პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შანსებს უმატებს. ასევე ცხადია, რომ ბრძოლა უფრო დაუნდობელი იქნება.

ძირითადი განსხვავებას ბოლოს მიღებული საარჩევნო კანონმდებლობა ქმნის. საქართველოში ფაქტიურად პროპორციული არჩევნები ტარდება, რაც თავისთავად სიახლეა

სამწუხაროდ, ისიც ნათელია რომ საარჩევნო კამპანია ძირითადად ისევ ერთმანეთისთვის ტალახის სროლით წარიმართება. პოლარიზაცია დღითი დღე მატულობს. მესმის, რომ ამას ზოგიერთი არჩევნებში გამარჯვების საშუალებად მიიჩნევს, მაგრამ ეს ყველაფერი ცუდია ქვეყნისთვის.

დღეს ჩვენს ირგვლივ იმდენი ბოღმა და ღვარძლი ტრიალებს, რომ გარეშე მტერი აღარც გვჭირდება, თავად დავამარცხებთ ჩვენს თავს. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ნამდვილად ველოდები არჩევნებში რუსეთის აქტიურ ჩარევას და ამის ნიშნები უკვე სახეზეა.

დღეს ჩვენს ირგვლივ იმდენი ბოღმა და ღვარძლი ტრიალებს, რომ გარეშე მტერი აღარც გვჭირდება, თავად დავამარცხებთ ჩვენს თავს. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ნამდვილად ველოდები არჩევნებში რუსეთის აქტიურ ჩარევას და ამის ნიშნები უკვე სახეზეა

- თუ სულ ცოტა ხნის წინ ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ „ქვეყანაში მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ,“ ახლა გახშირდა საუბრები იმაზე, რომ „2020 წლის არჩევნების შედეგებით დაიწყება პოლიტიკური სპექტრის გადალაგება-განახლება.“

ამ მოსაზრებას უფრო ხშირად სახელისუფლებო გუნდთან დაახლოებული ადამიანები ახმოვანებდნენ. თუ მათ ლოგიკას მივყვებით, გასაგებია, რომ ისინი „გადალაგება--განახლებაში“ იმას გულისხმობენ, რომ მომავალ პარლამენტში დღევანდელი ოპოზიცია ნაკლებად მოხვდება. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების და მათი სურვილი რომ ასეთია, ცხადია.

საზოგადოება კი ადევნებს თვალს პოლიტიკურ ბატალიებს, მაგრამ რა დასკვნას გამოიტანს იგი არჩევნების წინა დღეებში, ანაც სულაც არჩევნების დღეს, სურათი ცხადად არ ჩანს.

საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ ყველაზე მეტ ხმას მმართველი გუნდი მიიღებს, სამომავლო პოლიტიკური პროცესის ცხადად დასანახად საკმარისი ნამდვილად არაა. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ პოლიტიკური ძალების მიმართ საზოგადოების ვერდიქტზე და თუნდაც იმაზე, მათი არჩევანი რამდენად პროგნოზირებადი შეიძლება აღმოჩნდეს სამომავლო პოლიტიკური პროცესის დასანახად?

- ე.წ. „ყველაპარტიელები“ დღევანდელ ხელიუფლებაშიც მრავლადაა და როგორც ჩანს, მომავალშიაც საკმაოდ იქნება. პოლიტიკური გაერთიანებები ძირითადად კონიუნქტურის მიხედვით იქმნება და არა რეალური ღირებულებებით. ამიტომაც მმართველი ერთი და იგივე ადამიანები ხშირად „მოგზურობენ“ პარტიებში და მუდმივად მორჩილ უმრავლესობას ქმნიან. ეს ყოველივე უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის უმრავლესობაზე.

ამიტომაც ყველაზე ხშირად გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გვხვდება. ალბათ ბიულეტენში ყველას საწინააღმდეგო გრაფა რომ იყოს, ამომრჩევლის უმეტესობა სწორედ მას შემოხაზავდა. მათ დღეს არჩევანი არა აქვთ.

საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლებით, ხოლო ოპოზიციას, რომელისაც ხელისუფლება „კოლექტიურ ნაცებად“ ნათლავს არ ენდობიან. ასეთი ორპოლუსიანი პარადიგმა ხელისუფლებისათვის მისაღებია.

ხელისუფლება ამბობს - მე კარგი არ ვარ, მაგრამ სხვა ჩემზე უარესია. ამ ტაქტიკამ არაერთხელ მოიტანა შედეგი და, როგორც ჩანს, ზოგს კვლავაც ამის იმედი აქვს. გაგიკვირდებათ და ეს პარადიგმა ასევე მისაღები აღმოჩნდა ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვისაც და მას ერთგვარი კომფორტის ზონაც შეუქმნა.

ხელისუფლება ამბობს - მე კარგი არ ვარ, მაგრამ სხვა ჩემზე უარესია. ამ ტაქტიკამ არაერთხელ მოიტანა შედეგი და, როგორც ჩანს, ზოგს კვლავაც ამის იმედი აქვს. გაგიკვირდებათ და ეს პარადიგმა ასევე მისაღები აღმოჩნდა ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვისაც და მას ერთგვარი კომფორტის ზონაც შეუქმნა

ამიტომაც ორივე ეწინააღმდეგება იმ პოლუსის გაჩენას, რომელსაც შეუძლია სწორედ ის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მიიმხროს, რომელიც დღეს არჩევნებს ნიჰილიზმით უყურებს და სახლში დარჩენას ამჯობინებს.

- რადგან ქვეყანა პრაქტიკულად კარგა ხანია შესულია წინასაარჩევნო პერიოდში თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია? მესმის რომ ოპოზიციური სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ ჩემი კითხვა სწორედ მრავალფეროვნებით გამორჩეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ეხება...

- როგორც გითხარით, პოლიტიურ გაერთიანებათა უმრავლესობა კონიუქტურით იქმნება და არა იდეური ერთობით. ამიტომაც ერთსა და იმავე პარტიაში ხშირად აღმოაჩენთ განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის ხალხს.

გარდა ამისა, ოპოზიციამ ჯერ ვერ შეძლო ახალი, პოზიტიური და გამაერთიანებელი იდეის შეთავაზება საზოგადოებისათვის. ბევრ რამეში თავს იჩენს ჩამოუყალიბებლობა და დაბნეულობა.

ოპოზიციამ ჯერ ვერ შეძლო ახალი, პოზიტიური და გამაერთიანებელი იდეის შეთავაზება საზოგადოებისათვის. ბევრ რამეში თავს იჩენს ჩამოუყალიბებლობა და დაბნეულობა

ის რომ დასავლეთი ხელისუფლებას აკრიტიკებს, არ ნიშნავს რომ ოცნებას არჩევნები წაგებული აქვს! პოლიტიკოსები ზოგჯერ სასურველს რეალობად მიიჩნევენ და ეს ხელს უშლით სწორი დასკვნების გამოტანაში.

დღეს ოპოზიციური პარტიებისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მათ მიერ ed hoc შექმნილმა დიდმა გაერთიანებამ საარჩევნო ცვლილებების მიღებასთან ერთად საკუთარი ფუნქციაც ამოწურა.

შესაბამისად განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის პარტიები ერთად ვეღარ იქნებიან და არჩევნებისათვის ახალი სტრატეგიაა საჭირო. მრავალფეროვნება მაშინაა მომგებიანი, თუკი მას განსხვავებული გემოვნების ამომრჩევლის არჩევნებზე მიყვანა შეუძლია, მაგრამ თუკი ეს მრავალფეროვნება მხოლოდ ერთმანეთთან უთანხმოებითაა წარმოშობილი, ის პოზიტიურ როლს ვერ შეასრულებს.

მრავალფეროვნება მაშინაა მომგებიანი, თუკი მას განსხვავებული გემოვნების ამომრჩევლის არჩევნებზე მიყვანა შეუძლია, მაგრამ თუკი ეს მრავალფეროვნება მხოლოდ ერთმანეთთან უთანხმოებითაა წარმოშობილი, ის პოზიტიურ როლს ვერ შეასრულებს

- მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სფეროებში ხელისუფლებას შეუძლია ისაუბროს წარმატებებზე, შეცდომებს ხელისუფლებაც საკმაოდ ბევრს უშვებს. ხელისუფლების ტაქტიკა ჩანს, იგი ფრთხილობს აშკარად და ცდილობს ისეთი შეცდომა არ დაუშვას რაც მას არჩევნებს წააგებინებს.

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ რა შეცდომებს უშვებს წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო გუნდი, თუ იგი ისეთი უშეცდომოა, როგორც მისი მხარდამჭერები ვარაუდობენ?

- ეს უშეცდომობის განცდა და პარტიის ლიდერისაგან კერპის შექმნა „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი შეცდომაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრ შემთხვევაში მაამებლობა საღ აზრზე იმარჯვებს.

რაც შეეხება სიფრთხილეს, გეთანხმებით, ხელისუფლება ფრთხილობს. პანდემიის ფონზე მან მოახერხა არაერთი ეფექტური ნაბიჯის გადაგმა რამაც ნდობა ხელისუფლების, უფრო კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრის მიმართ საგრძნობლად აამაღლა.

უშეცდომობის განცდა და პარტიის ლიდერისაგან კერპის შექმნა „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი შეცდომაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრ შემთხვევაში მაამებლობა საღ აზრზე იმარჯვებს

დღეს გახარიას ქებით ისინიც კი გამოირჩევიან, ვინც გუშინ მასზე ირონიით საუბრობდა. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონიუქტურა ჩვენი პოლიტიკის დამახასიათებელი თვისებაა. ასეა თუ ისე, მთავრობამ ობიეტურად შეძლო რეიტინგის ამაღლება და მიღწეულის ხელიდან გაშვებას არ აპირებს. ახლა მთავარია რა სტრატეგიას აირჩევს თავად ივანიშვილი.

ასეა თუ ისე, მთავრობამ ობიეტურად შეძლო რეიტინგის ამაღლება და მიღწეულის ხელიდან გაშვებას არ აპირებს. ახლა მთავარია რა სტრატეგიას აირჩევს თავად ივანიშვილი

ყველას ესმის, რომ მთავარია არა გვარები „ოცნების“ სიაში, არამედ ის ადამიანი, რომელსაც ამ გვარების საკუთარი სურვილისამებრ შეცვლა ნებისმიერ მომენტში ერთპიროვნულად შეუძლია.

„ოცნებაში“ ნათლად ჩანს განსხვავებული ჯგუფები, რომლებიც ერთად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო არიან. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ივანიშვილიც უფრო გააქტიურდება და ხილვადი გახდება საზოგადოებისათვის.

- ჩვენი საუბარი იმ თემით მინდა დავასრულო, რაზეც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა ფილოსოფოსმა ფირალიშვილმა - „არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას“.

თუ თქვენც თვლით, რომ არ ჩანს დიდი იდეა და არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმითა და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- ვფიქრობ, ამაზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ. თუმცა, იმასაც დავამატებ, რომ ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში ხელისუფლებები ყველანაირად ცდილობდნენ არ მიეცათ განვითარების საშუალება ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ძალისათვის. შესაძლო მეტოქის გამოჩენა ყოველთვის აშინებდათ მმართველ ელიტებს და ამის ძირითადი მიზეზი მომავალი პოლიტიკური ანგარიშსწორების შიში იყო.

ყველა ერთის წინააღმდეგ საქართველოს პოლიტიკისათვის დამახასიათებელი ფორმულა იყო. ასევე ყველასათვის მისაღები იყო ე.წ. „შუის გაკრეფა“. ასეთ ვითარებაში გამაერთიანებელი პოზიტიური იდეა ძნელად თუ დაიბადება. ამიტომაც ახალი ეროვნული იდეა, პოლიტიკური სპექტრისათვის მნიშვნელოვანი და ჯერაც დაუძლეველი გამოწვევა აღმოჩნდა.

ყველა ერთის წინააღმდეგ საქართველოს პოლიტიკისათვის დამახასიათებელი ფორმულა იყო. ასევე ყველასათვის მისაღები იყო ე.წ. „შუის გაკრეფა“. ასეთ ვითარებაში გამაერთიანებელი პოზიტიური იდეა ძნელად თუ დაიბადება. ამიტომაც ახალი ეროვნული იდეა, პოლიტიკური სპექტრისათვის მნიშვნელოვანი და ჯერაც დაუძლეველი გამოწვევა აღმოჩნდა

ამავდროულად თავად ამომრჩეველიც მიეჩვია, საკუთარი „რჩეულებისაგან გადაგდებას“ და უფრო მეტად სკეპტიკური გახდა. გამაერთიანებელი იდეა დღეს საქართველოს ჰაერივით სჭირდება. არა იმიტომ, რომ ვინმემ არჩევნები მოიგოს, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებას მომავლის რწმენა აუმაღლოს და ქვეყნის განვითარება უზრუნველყოს.

ერთმანეთისაგან დაშორებული საზოგადოება და ხელისუფლება ვერასოდეს ააშენებს წარმატებულ ქვეყანას. რაც მალე მიხვდებიან ამას ჩვენი პოლიტიკოსები, მით უკეთესი იქნება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ბიზნესოპერაციები მობილური ტელეფონით - ტერაბანკის მობაილბანკი ბიზნესისთვის
ბუნებრივი რესურსების საკონსულტაციო მომსახურება - კოლიერსის და MMS-ის ერთობლივი პროდუქტი
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა