მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილი მის მიერ ნაკეთები რუსული საქმის ჩამორეცხვას ცდილობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მის მიერ ნაკეთები რუსული საქმის ჩამორეცხვას ცდილობს.

მისი თქმით, სააკაშვილს "ადეკვატურობის ნიშან- წყალი აღარ შერჩა."

"მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რამდენჯერაც მიხეილ სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი კლასტერი ახსენებს პრორუსულ ორიენტაციას, იმდენჯერ შევახსენებ, რომ ეს არის მისი მხრიდან მცდელობა, ჩამოირეცხოს რუსული ნაკეთები საქმე. განსაკუთრებით, ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და ამის "გაპრავების" მცდელობა, რომლის მიხედვითაც, მან და მისმა პარტიის წევრებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც საქართველოს ბრალდებოდა ომის დაწყება და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვა. ეს ომიდან ორი თვის შემდეგ მოხდა და ამის მხარდაჭერა მოღალატეობრივი საქციელი იყო. რუსეთის შეტევა საპასუხო კი არ იყო, რუსეთი იყო პროვოკაციის მომწყობი, ომის დამწყებიც და ეს უნდა ახსოვდეს მიხეილ სააკაშვილს, რადგან მაშინ, მან და მისმა პარტიამ ღალატი ჩაიდინეს, ამას ვერ ჩამოირეცხავს რაც არ უნდა პრორუსული ეძახოს "ქართულმა ოცნებას", რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკავშირთან და ნატოს-სთან ყოფილიყო ისე ახლოს, როგორც ისტორიაში ასე ახლოს არ ყოფილა. თუ გახსოვთ, მის ყავის მომდუღებლობაზე რომ ვიხუმრე, ეს მიიღეს ისეთ შეურაცხყოფად, რომ თავისი ტროლებით და ბოტებით სოციალური ქსელი ლამის ააფეთქეს. თავად იმართლებს თავს და ამბობს, რომ ერთი ჩვეულებრივი ხელშეკრულებით დაქირავებული ადამიანი ვარ და უკრაინას არ წარმოვადგენო. მისი განცხადებები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის, რაც მის ხასიათზე მეტყველებს, რომ ამ კაცს ადეკვატურობის ნიშანწყალი აღარ დარჩა. პირადი კომპლექსი აწუხებს, რითაც უნდა ჩამოირეცხოს მისი რუსული ნაკეთები საქმე - ჩაბარებული ტერიტორიები და "გაპრავება" მის მიერ ჩადენილი საქართველოსთვის ომის დაწყების დაბრალების მცდელობა, რაც რეზოლუციაში აისახა,“ - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას პრორუსულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მისი ცვლილება უკრაინისთვის მომგებიანი იქნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს