შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული ვახტანგ ახვლედიანი ბრალდებული მორაგბეების ადვოკატებთან გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული ვახტანგ ახვლედიანი ბრალდებული მორაგბეების ადვოკატებთან, ალექსანდერე კობაიძესთან და ვასილ მამულაშვილთან გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახვლედიანის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა. როგორც ის განმარტავს, მას ადვოკატები დაუკავშირდნენ და ახვლედიანის გამოკითხვაზე მისვლა სთხოვეს.

"ეს არის ნებაყოფლობითი განმარტების მიცემა. შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სწორად არ მიაჩნია, მან განმარტება მისცეს ადვოკატებს. ეს არ არის „კაპრიზი“, ისინი არიან ბრალდებულების ადვოკატები, ხოლო ახვლედიანი საქმეში დაზარალებულია, შესაბამისად, მეორე მხარე პროცესუალური მოწინააღმდეგეა. არ მიგვაჩნია სწორად, რომ პროცესუალურ მოწინააღმდეგეს განმარტებები მივცეთ", - აცხადებს წერეთელი.

კითხვაზე, თუკი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლოში დაიბარებენ, მისცემს თუ არა ჩვენებას, წერეთელი პასუხობს, რომ თუკი, სასმართლო ამას საჭიროდ ჩათვლის, ახვლედიანი იქ გამოცხადდება.

"ეს მათი უფლებაა. თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ არსებობს ახვლედიანის დაკითხვის აუცილებლობა, ბუნებრივია, ის სასამართლოში გამოცხადდება", - აცხადებს წერეთელი.

ცნობისთვის, ვახო ახვლედიანი არაგვის ხიდის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტისას გიორგი შაქარაშვილთან, კოკო ღიბრაძესთან, იაკობ ბრეგვაძესთან, გიორგი ქათამაძესთან და გური ამირხანაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო