შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნის გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ საგამოძიებო უწყება, არასრულწლოვანმა ლ.ქ-მ დატოვა, რომლის გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მან ტერიტორია ისე დატოვა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ამ დროისთვის გამოკითხვაზე იმყოფება საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე. მას საგამოძიებო უწყებაში მისვლისას მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია. უკვე გამოიკითხა კიდევ ერთი მოწმე ლუკა ბეჟანიშვილი. მისი განცხადებით, გამოძიებას მასთან კითხვები არ ჰქონია და მხოლოდ სოციალური ქსელები შეუმოწმეს.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს