ყაზბეგის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირი N 11-სა და N 13-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 1 200 კვ.მ ფართობზე მოეწყო გარე განათების სისტემა, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ასევე, მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, დამონტაჟდა გარე ტრენაჟორები და ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.

დასრულებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ლამაზი და გამწვანებული სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა. სკვერში ბავშვებისა და მოზრდილების დასასვენებლად უკვე ყველა პირობაა შექმნილი. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი სკვერების მოწყობას და რაიონს კიდევ არაერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოები, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „გრინსერვისი+“ განახორციელა. სკვერის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 208 334 ლარი გამოიყო.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს