პარლამენტმა რიგგარეშე სესიის ფორმატში მუშაობა დაასრულა

პარლამენტმა დღეს რიგგარეშე სესიის ფორმატში მუშაობა დაასრულა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების კენჭისყრის შემდეგ, საქართველოს ჰიმნი შესრულდა. საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ, რიგგარეშე სესიის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომებზე კანონმდებლებმა რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს და დაამტკიცეს, მათ შორის „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები.

საქართველოს პარლამენტი საქმიანობას, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, სექტემბრის პირველ სამშაბათს განაახლებს. არჩევნებამდე 1 თვით ადრე კი საკანონმდებლო ორგანო მუშაობას შეწყვეტს. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს, არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ