რას ნიშნავს ტერმინი ”რიქოლი” ავტოინდუსტრიაში და შეიმჩნევა თუ არა მისი გახშირების ტენდენცია

ავტო-ინდუსტრიაში ჩახედული ადამიანებისთვის ე.წ. „რიქოლი“ ნაცნობი მოვლენაა, თუმცა მათ, ვინც ამ სფეროში კარგად ვერ ერკვევა ხშირად შეხვდებოდა მსოფლიო მედიაში პერიოდულად გავრცელებული ინფორმაცია, მსხვილი ავტოკონცერნების მიერ საკუთარი მოდელების „რიქოლის“ შესახებ.

ტერმინი „რიქოლი“ ხშირად „ავტომობილების უკან გაწვევად“ ითარგმნება და შესაბამისად, ზოგიერთ მომხმარებელში აღიქმება როგორც მსოფლიოს მასშტაბით ავტომობილების გარკვეული მოდელების მოგროვება და ავტომწარმოებელთან უკან გაგზავნა, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება.

რას ნიშნავს რეალურად “რიქოლი” და რატომ ხდება მისი გამოცხადება?

თუ ავტომწარმოებელი რამდენიმე ერთეულ მოდელში ერთმანეთის მსგავს გაუმართაობას აღმოაჩენს, ის დაუყოვნებლივ იწყებს მიზეზის გარკვევას და, თუ აღნიშნული გაუმართაობა გამოწვეულია რაიმე სახის ქარხნული დეფექტით, თავს ვალდებულად მიიჩნევს, იზრუნოს მომხმარებელზე და აცხადებს ”რიქოლს”, რაც გულისხმობს ანალოგიურ პერიოდში, იმავე ქარხანაში ან იმავე დეტალების გამოყენებით დამზადებული ყველა ავტომობილის შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის ჩანაცვლებას, რათა გამოირიცხოს აღნიშნული გაუმართაობის სხვა ავტომობილებზე გაჩენის თუნდაც მცირეოდენი შანსი. შემოწმება ხდება ადგილობრივ ოფიციალურ ცენტრებში და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრის სრული მომსახურება, ჩასანაცვლებელი დეტალის ღირებულების ჩათვლით, რა თქმა უნდა, უფასოა.

ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი და გახმაურებული კამპანია ბოლო პერიოდის მსოფლიო „რიქოლების“ სიაში, დაკავშირებული იყო კონცერნ „ტაკატას“ სახელთან, რომლის მიერ წარმოებულ უსაფრთხოების ბალიშებსაც ისეთი მსხვილი ავტომწარმოებლები იყენებდნენ, როგორებიცაა: ტოიოტა, BMW, ნისანი, ჰონდა, მაზდა, ფიატ-კრაისლერი, ფორდი, ფოლკსვაგენი.. ამ კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 100 მილიონ მანქანაზე ჩასანაცვლებელი იყო გარკვეული უსაფრთხოების ბალიშები და შესაბამისად, აღნიშნული „რიქოლი“ ყველა ამ მეგაკონცერნს შეეხო.

აღსანიშნავია, რომ ყველა გაწვევის მიზეზში ნახსენებია სიტყვა ”სავარაუდო/შესაძლო”, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში გაუმართაობის მხოლოდ თეორიული ალბათობა არსებობს და მწარმოებელი ცდილობს, დააზღვიოს მომხმარებელი ამ არასასიამოვნო ალბათობისგანაც კი. ასე რომ, თანამედროვე ავტოწარმოებაში „მანქანების გაწვევა“ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რაც მწარმოებლის მხრიდან გაზრდილ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

დამატებითი განმარტებების მისაღებად დავუკავშირდით „ტოიოტას“ ოფიციალური წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს, რომელმაც დაადასტურა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყოველი „რექოლის“/გაწვევის სპეციალური კამპანიის გამოცხადების შემთხვევაში ადგილობრივი წარმომადგენლობა ოპერატიულად იღებს აღნიშნულ ინფორმაციას და მკაცრად გაწერილი პროცედურების მიხედვით მოქმედებს.

გთავაზობთ მათ მიერ მოწოდებულ კომენტარს უცვლელი სახით:

”გვსურს განვმარტოთ, რომ „რიქოლის“ გამოცხადება უმრავლეს შემთხვევაში არ გულისხმობს პრობლემის დანამდვილებით არსებობას, არამედ მიზნად ისახავს გარკვეული ღონისძიებების გატარებას (შემოწმებას ან ნაწილების პროფილაქტიკურ ჩანაცვლებას), შესაძლო გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, გაწვევის შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, განსაკუთრებული ოპერატიულობით ვრცელდება. თუ გასაწვევი მანქანების სიაში მოხვედრილია ადგილობრივ ოფიციალურ დილერთან შეძენილი ავტომობილი, ცენტრალური ოფისიდან ტექნიკური მონაცემების მიღებისთანავე, თითოეული ავტომობილის მფლობელთან ხდება უშუალო დაკავშირება და შემდგომი კომუნიკაცია დილერთან ვიზიტისა და აღნიშნული „რიქოლის“ ფარგლებში ჩასატარებელი უფასო სამუშაოების თაობაზე.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ ავტომობილებს, ჩვენს ოფიციალურ დილერებთან სერვისზე ვიზიტის შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლები ამ მანქანებზე აგრეთვე ამოწმებენ „გახსნილი რიქოლის“ არსებობას და ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში, ტექნიკური ინფორმაციისა და სათადარიგო ნაწილების მიღებისთანავე ხდება მათთან განმეორებითი დაკავშირება და ყველა შემდგომი პროცედურის დაგეგმვა.

საგულისხმოა, რომ უშუალო დაკავშირება ავტომფლობელთან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის ან სერვისის გავლის შემდეგ არ შეუცვლია საკონტაქტო ინფორმაცია . თუმცა კომპანია „ტოიოტა“-მ მომხმარებელზე ზრუნვის მიმართულებით უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა და

დღესდღეობით ტოიოტას და ლექსუსის მარკის ავტომობილის უკლებლივ ყველა მფლობელს (მათაც, ვინც ავტომობილი მეორად ბაზარზე შეიძინა) ძალიან მარტივად შეუძლია გაარკვიოს საჭიროებს თუ არა მისი ავტომობილი სერვისის რომელიმე სპეციალურ კამპანიას. ამისთვის, მან უბრალოდ უნდა შეიყვანოს საკუთარი ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი სპეციალურ ველში https://www.toyota.ge/vincheck ლინკზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მფლობელმა უნდა მიმართოს შესაბამისად TOYOTA-ს ან LEXUS-ის ოფიციალურ დილერებს საქართველოში: ტოიოტა ცენტრ თბილისს, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ლექსუს თბილისს, სადაც კამპანიის ფარგლებში მისი ავტომობილის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში კამპანიით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარება მოხდება აბსოლუტურად უფასოდ.

გვსურს აქვე დავამატოთ, რომ ვინაიდან ტოიოტას ფილოსოფია დაფუძნებულია მუდმივ სწრაფვაზე გაუმჯობესებისკენ, კომპანია უწყვეტ რეჟიმში ადევნებს თვალყურს თავისი ავტომანქანების საექსპლუატაციო მახასიათებლებს ანალიზისა და შეფასების ახალ-ახალი მეთოდების გამოყენებით, რაც თავის მხრივ იწვევს ახალი „რიქოლ“ კამპანიების გამოცხადებას და შესაბამისად, მუდმივად ხდება ავტომობილების სიის განახლება. აქედან გამომდინარე, სასურველია მომხმარებლის ავტომობილის ვინ კოდის შემოწმება პორტალზე მოხდეს არა ერთჯერადად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, ახალი სპეციალური კამპანიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

(R)

ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო