პრემიერი - ზაზა გახელაძის საქმეზე სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაა ამოქმედებული

ზაზა გახელაძის საქმეზე დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის ამოქმედებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 33 წლის საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძეზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს.

,,სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა ასეთი შემთხვევა, ესეც ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ჩვენი მოქალაქე დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, მისი მშვიდობიანად სახლში დაბრუნება. ამიტომ დღეს, ყველა ინსტრუმენტი არის ამოქმედებული,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, ზაზა გახელაძის უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით ცხელი ხაზი კვლავ გააქტიურდა. 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გახელაძისა და მისი მეგობრის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად ზაზა გახელაძე დაიჭრა, მესაზღვრეებმა ის დააკავეს და ჯერ ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს