დანიური კომპანია Danfoss – ი საქართველოში საქმიანობის დაწყებით დაინტერესდა

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა გამართა მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის წარმოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ დანიურ კომპანია „Danfoss”-სის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იურგენ მედს კლაუსენთან და სხვა პასუხისმგებელ პირებთან. ონლაინ-შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დანიურ მხარეს გააცნო საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული სტრატეგია და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები, აგრეთვე უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

„ასევე აღინიშნა, რომ დანიური კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ბიზნესის დაწყებით, მათ შორის, საწარმოს გახსნით. დანიური მხარის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ლიბერალური ბიზნეს გარემო, ასევე ის უპირატესობები, რომლებსაც ქვეყანას აძლევს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, EFTA-ს, დსთ-სა და რეგიონის ქვეყნებთან, აგრეთვე ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო