დანიური Danfoss-ი საქართველოში ინჟინრების გადამზადების ტრენინგებს დააფინანსებს

დანიური Danfoss-ი საქართველოში ინჟინრების გადამზადების ტრენინგებს დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საინჟინრო კადრების მომზადება - გადამზადების პროგრამა ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და სტაჟირება დანიური კომპანიის „Danfoss“ - ის საწარმოებში გაიარონ.

„Danfoss“ - ი ცნობილი და ტრადიციული კომპანიაა. მას შემდეგ, რაც კომპანიაში შეიტყვეს, რომ საქართველო ახორციელებს ენერგეტიკულ რეფორმას და მიღებულია კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, სურვილი გამოხატეს, უახლოეს მომავალში თავისი წარმომადგენლები გამოაგზავნონ და ინვესტიციის განხორციელებისა და წარმოების გადმოტანაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, დააფინანსონ ტრენინგები ქართველი ინჟინრებისთვის. აღნიშნული კადრები მომავალში შესაძლოა, „Danfoss“ - ის საწარმოში დასაქმდნენ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „Danfoss”-სის ტოპ-მენეჯმენტთან ონლაინ-შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მინისტრის განცხადებით, დანიური კორპორაციის წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს, თუმცა მანამდე „Danfoss“ - ი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევითი ლაბორატორიის გახსნა გადაწყვიტა, რომელიც ქართველ ახალგაზრდა ინჟინრებს გადაამზადებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო