ბათუმში მდებარე სარიტუალო დარბაზების თანამშრომლები და მეპატრონეები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის სხვადასხვა უბანებში მდებარე სარიტუალო დარბაზების თანამშრომლები და მეპატრონეები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა ხელისუფლებამ ისეთი რეგულაცია შეიმუშაოს, რომლის მიხედვითაც, საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცემათ.

აქციის მონაწილეების თქმით, მარტის თვის შემდეგ უმუშევრად დარჩნენ და ბიზნესი გაკოტრების პირასაა, ასობით ადამიანი კი, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

,,აქ არიან ადამიანები, რომლებიც ქორწილების და სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიებებს ორგანიზებას უწევდნენ. საუბარია ასობით ადამიანზე, რომელთა შემოსავალიც ამ ღონისძიებებზეა დამოკიდებული. კრედიტები და სესხები აქვთ გადასახდელი. იმის გამო რომ საქმიანობა შეწყვეტილია, რა ბედი ეწევა იმ ბიზნესს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას იმ ზარალზე, რომელიც ამ ბიზნესმა განიცადა?!

დაწესდეს რეგულაციები, რომლითაც აღდგება მომსახურება. თუ რესტორანში 60 და 100 კაცი ჯდება, რატომ არ შეიძლება სარიტუალო დარბაზებშიც დასხდნენ ადამიანები? ჩვენ არ გვინდა კორონასვირუსის გავრცელება, თუმცა წესების დაცვით ჩვენი საქმიანობაც უნდა გაიხსნას”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ