ქუთაისში, ბუნებრივი აირის მილზე სამუშაოების დროს აფეთქება მოხდა

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის მილზე სამუშაოების დროს აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სახლი და მანქანა.

ადგილობრივების თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სამუშაოებს „გაზსერვისი“ ახორციელებდა.

მათი თქმით, სავარაუდოდ, პრობლემა უხარისხო მილმა გამოიწვია და მომხდარს შეისწავლიან. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია