ურსულა ფონ დერ ლეიენი - დღეს ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, რითაც შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთ

დღეს ჩვენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, რითაც შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რითაც ის კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე ევროკავშირის ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

„დღეს ჩვენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, რითაც შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები კიდევ გადასადგმელია. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი : ევროპარლამენტის მხარდაჭერის მოპოვება,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეთანხმების მიღწევის მიზნით გამართული მოლაპარაკებების გაძღოლისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, ოთხდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება ითვალისწინებს ბლოკის მიერ 750 მილიარდი ევროს გამოყოფას, რომელიც წევრ სახელმწიფოებს კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება. გადაუდებელი დახმარების ფონდის ფარგლებში 390 მილიარდი ევრო გრანტის - 360 მილიარდი კი - დაბალპროცენტიანი სესხის სახით გაიცემა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი