გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს დროებით შეეზღუდება. ამის შესახხებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 21 ივლისს 11:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გველეთი, დარიალი ლარსი. 18:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ სოფლებს: ყანობი, კობი, ალმასიანი, უხათი, ოქროყანა, ზემო ოქროყანა, გუდაური. ხოლო 12:00-დან 18:00 საათამდე - თიანეთის რაიონის სოფლებს ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.