გიორგი ვაშაძე - კვლევებით ტოპლიდერებს შორის ვარ - ჩემი რეიტინგი ძალიან მაღლა ავიდა და დავით ბაქრაძის პოზიტიურ შეფასებას მიუახლოვდა

ბოლო კვლევებში მე ვარ ტოპლიდერებს შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავარ ოპონენტად ითვლება. ეს არის Edison Research-ის კვლევა, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, „ახალი საქართველო“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომლის რეიტინგი იზრდება.

„ყველას რეიტინგი მცირდება, მხოლოდ ჩვენი რეიტინგი იზრდება, იმიტომ, რომ ჩვენი ხელწერა გვაქვს. ჩვენ არამხოლოდ ვაკრიტიკებთ, არამედ ვსაუბრობთ, რა არის გასაკეთებელი. ყოველთვის ფორმულებით გამოვდივართ, რა უნდა გავაკეთოთ ეკონომიკაში, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, სოციალურად დაუცველებს როგორ უნდა დავეხმაროთ, როგორ უნდა განვავითაროთ რეგიონები და სოფლის მეურნეობა. ეს არის ჩვენი ხელწერა და აქედან გამომდინარე იზრდება პირადად ჩემი რეიტინგი, იზრდება პოლიტიკური ძალის რეიტინგი. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეიტინგი გაცილებით მაღალი იქნება... დღეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს ნამდვილად აქვს რესურსი იმისა, რომ პოლიტიკურ ძალებში მესამე რეიტინგი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავზომავთ სექტემბერში, ძალიან საინტერესო კამპანიას ვაპირებთ. ჩვენი რეიტინგის რესურსი სად ჩანს?! იქ, სადაც მოსახლეობის 20% მხარს მიჭერს, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, იქ, სადაც ჩემი პოზიტიური შეფასება ძალიან მაღლა ავიდა და მარტო დავით ბაქრაძეზე რომ საუბრობდნენ, მიუახლოვდა ბაქრაძის პოზიტიურ შეფასებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ Edison Research-ის კვლევის შედეგებით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის ყველაზე დიდ წილი - 26% - ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე უნდა იყოს. ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: დავით ბაქარაძე - 53% პოზიციური; 47% ნეგატიური; გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო) - 44% პოზიტიური; 56% ნეგატიური; გრიგოლ ვაშაძე - 41% პოზიტიური; 59% ნეგატიური; შალვა ნათელაშვილი - 40% პოზიტიური; 60% ნეგატიური. ორგანიზაციამ კვლევა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო