მარიამ ქვრივიშვილი - გარკვეულ კურორტებზე პარასკევი-კვირის პერიოდში დატვირთულობის კოეფიციენტმა 70%-დან 80%-მდე მიაღწია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შიდა ტურიზმი იმ საერთაშორისო მოგზაურების მოცულობას ვერ ჩაანაცვლებს, რაც საქართველოს წინა წლებში ჰქონდა.

ქვრივიშვილის განმარტებით, მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო პერიოდში შიდა ტურიზმზე მოთხოვნა გაიზარდა და გარკვეულ ტურისტულ ზონებში დატვირთვის კოეფიციენტი 70%-დან 80%-მდე გაიზარდა.

„რა თქმა უნდა, შიდა ტურიზმი ვერ ჩაანაცვლებს იმ საერთაშორისო მოგზაურების მოცულობას, რაც ჩვენ გვქონდა, მათ შორის, გასულ წლებში, თუმცა ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ, რომ შიდა ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოზიტიური და მზარდი ტრენდია. მოხარულები ვართ, რომ ბოლო სტატისტიკებით გარკვეულ კურორტებზე, სადაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ჭარბია ტურისტული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით შაბათი-კვირა, პარასკევის პერიოდში დატვირთულობის კოეფიციენტმა 70%-დან 80%-მდე მიაღწია. უკუკავშირი გვაქვს სასტუმროებთან, მათთან ყოველდღიურ რეჟიმში ვურთიერთობთ და ძალიან სასიხარულოა, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, გავუღვივეთ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობის სურვილი. მოლოდინი კიდევ უფრო პოზიტიური და ოპტიმისტური გვაქვს და ველოდებით, რომ შიდა ტურიზმზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს