სიახლე “ნიკორასგან” - ხორცპროდუქტების ბაზარს 3 სახის სრულიად ახალი გემო შეემატა

კომპანია „ნიკორამ“ ხორცპროდუქტების ბაზარზე მომხმარებელს ტრადიციულად განსაკუთრებული სიახლე შესთავაზა. კლასიკურ გერმანულ რეცეპტურაზე დამზადებული, სამი სახეობის პრემიუმ კლასის სოსისები უკვე „ნიკორა სუპერმარკეტის“ დახლებზეა წარმოდგენილი.

როსტერი

გამორჩეული შემადგენლობის და არომატის მქონე სოსისი, რომელიც ქართული ბაზრისთვის განსაკუთრებული სიახლეა. ინგრედიენტები ჰოლანდიური ყველი, სოკო, წითელი და მწვანე პაპრიკა პროდუქტის განსაკუთრებულ გემოს განაპირობებს.

ფრანკფურტერი

გერმანული ფრანკფურტერის ზუსტი ანალოგია. მის დასამზადებლად გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ხორცი და ევროპული კომბინირებული სანელებლები.

ბერნერი

ამ სახეობის სოსისის შემადგენლობაში შედის ჰოლანდიური ყველი, რაც მას განსაკუთრებულ საგემოვნო თვისებებს ანიჭებს.

პრემიუმ კლასის სოსისები დაფასოებული სახით იწარმოება, რაც მას მოსახმარებლად კიდევ უფრო კომფორტულს და პრაქტიკულს ქმნის.

„ნიკორას“ ხორცპროდუქტების წარმოების 22 წლიანი გამოცდილება აქვს. არაერთი საინტერესო სიახლითა და სტაბილურად მაღალი ხარისხით მან ბაზრის ლიდერობაც მოიპოვა. კომპანია საქმიანობის ყველა ეტაპზე მომხმარებლისთვის მაღალხარისხიან პროდუქციასთან ასოცირდება.

განსაკუთრებული სიახლის, 3 ახალი სახის პრემიუმ კლასის პროდუქტის შეძენა კი უკვე შესაძლებელია „ნიკორა სუპერმარკეტის“ ფილიალებში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო