სუს-ში სანდრო ბრეგაძის გამოკითხვა დასრულდა

,,ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დატოვა. ბრეგაძის განცხადებით, გამოძიების შეკითხვები მარნეულში, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნით გამართულ აქციას ეხებოდა, თუმცა ,,ქართული მარში” აქციაზე არ იმყოფებოდა და ამ აქციის შესახებ ტელევიზიით გაიგეს.

„სუს-ის კითხვები ეხებოდა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნით აქციას, რომელიც გაიმართა 16 ივლისს. ამ აქციის შესახებ გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია თითქოს ,,ქართული მარში” მიდიოდა თბილისიდან მარნეულისკენ და უნდა შეერთებოდა აქციას. ჩვენ ტელევიზიიდან გავიგეთ ამ აქციის გამართვის შესახებ, საქმის კურსში არ ვიყავით. მანამდე, აჰმედ იმანკულიევი და „ლელოს“ წარმომადგენლები დაძრწოდნენ სოფელ-სოფელ და ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს უმტკიცებდნენ თითქოსდა ,,მარში” მიდიოდა მარნეულში,” - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

მისივე თქმით, დაკითხვის დაწყებამდე საგამოძიებო უწყებას მარნეულში პარტია ,,ლელოსა” და ,,ევროპული საქართველო” წარმომადგენლების შესახებ გარკვეული დოკუმენტაცია გადასცა.

„ვიდრე დაკითხვა დაიწყებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს გადავეცი გარკვეული ინფორმაცია იმის თაობაზე თუ როგორ აღვივებს მამუკა ხაზარაძის პარტია ,,ლელო” და გიგა ბოკერიას პარტია ,,ევროპული საქართველო” მარნეულის რაიონში არაქართველ მოსახლეობაში სეპარატისტულ ტენდენციებს და ეროვნულ შუღლს. ისინი ავრცელებდნენ ინფორმაციას თითქოს ქართველები ჩაგრავენ აზერბაიჯანელებს და ,,ქართული მარში” მიემართებოდა მარნეულისკენ, რომ ძალადობრივი ქმედებები განეხორციელებინა აზერბაიჯანელი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს საქართველოს კანონმდებლობით ისჯება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველანაირი სამართლებრივი ნორმის დაცვით დაკითხვაზე უნდა დაიბარონ ხაზარაძე, ბოკერია და მათი პარტიის სხვა ლიდერები. ჩაატარონ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და დიდი ალბათობით დადასტურდება, რომ ეს ადამიანები ეროვნული შუღლის გაღვივებით არიან დაკავებულები, მათ წინააღმდეგ უნდა აღძრან სისხლის სამართლის საქმე,” - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა