ომბუდსმენი შაქარაშვილის საქმეზე - მაქსიმალურად ვეცდებით, რომ  დავინახოთ ობიექტური სურათი საქმეში

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ნახევარზე მეტი სახალხო დამცველის აპარატმა უკვე შეისწავლა, თუმცა ვერ გააკეთებს შეფასებებს, ვიდრე ბოლომდე არ შეისწავლის მასალებს.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საქმის შესწავლის პარალელურად სწავლობენ სხვა გარემოებებსაც, ასევე ხვდებიან, როგორც დაზარალებულებს, ისე ბრალდებულებსაც. მათ შორის, ომბუდსმენის თქმით, რამდენიმე ბრალდებულს დამატებით შეხვდა. თუმცა, ამის მიუხედავად საქმის საბოლოოდ შესწავლამდე, შეფასებებს ვერ გააკეთებს.

„ყველანაირად ვსწავლობთ ყველა გარემოებას, პარალელურად ახლადწარმოჩენილ, თუ გამოვლენილ გარემოებებს. გვინდა, რომ ყველა ფაქტთან დაკავშირებით გვქონდეს სრულყოფილი პოზიცია“, - განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება პროკურატურის თხოვნას, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარე სასამართლოს წინა სასამართლო სხდომის ვადის გახანგრძლივების შესახებ მიმართავს, ლომჯარიას თქმით, ამ საკითხთან მიმართებით შეფასებების გაკეთება არ სურს, თუმცა კითხვები თავიდანვე გაჩნდა.

„ჩვენებებშიც ჩანს გარკვეული არათანხვედრა, თუმცა ბოლომდე უნდა შევისწავლოთ გამოძიების მასალები, იმისთვის, რომ ამის შესახებ შეფასება გავაკეთოთ. რა თქმა უნდა ჩვენ პარალელურ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავინახოთ ობიექტური სურათი საქმეში. არსებული მასალიდან რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა, რა შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო. მაქსიმალურად ამომწურავად შევისწავლით ყველა საკითხს. მე არ მინდა გავაკეთო ჩემი პირველადი შეფასებები, იმიტომ, რომ ვაგრძელებთ შეხვედრებს დაზარალებულებთან და და ბრალდებულებთან. შესაძლოა, ჩემმა წინასწარმა შეფასებებმა გავლენა იქონიოს გარკვეულ მტკიცებულებებზე თუ ჩვენებებზე“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიამ ასევე უპასუხა დასმულ შეკითხვას ექსპერტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, შაქარაშვილის ცხედრის დათვალიერებისას ოქმში აღნიშნული ფრაზა - „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“ მექანიკური შეცდომაა. ლომჯარიას თქმით, თავისთავად ეს განცხადება კითხვის ნიშნებს აჩენს.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ეცდება, რომ შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის მიმართულებითაც ჰქონდეს გარკვეული პოზიცია,

"თუმცა ეს დამოკიდებული იქნება გარკვეულ ფაქტორებზე, რამდენად შეგვეძლება კვალიფიციური შეფასება გავაკეთოთ, ამ მიმართულებით რამდენად შევძლებთ, რომ შესაბამისი ექსპერტები მოვიძიოთ და ვინც დაგვეხმარება ამ ექსპერტიზის დასკვნის შეფასებაში. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა