უკრაინის შს მინისტრი ჟურნალისტებს მოუწოდებს, მოზომილად გაავრცელონ ინფორმაცია ეჭვმიტანილზე

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ლუცკში, სადაც დამნაშავემ ადამიანები მძევლად აიყვანა, ჟურნალისტებს მოუწოდა, გაწონასწორებულად გადასცენ ინფორმაცია და მოზომილი იყვნენ კომენტარების დროს. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება.

„მას ხელში სმარტფონი უკავია. მას შეუძლია უყუროს და მოისმინოს ჩვენი კომენტარები. მინდა, რომ თითოეული მათგანი იქცეოდეს როგორც ზრდასრული პასუხისმგებლიანი ადამიანი“ , - განაცხადა ავაკოვმა.

შს მინისტრმა არასანდო უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეჭვმიტანილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი თქმით, მომლაპარაკებლები უკვე ესაუბრნენ მის ნათესავებს, მეუღლეს და მეგობრებს.

ავაკოვის თქმით, სამართალდამცველები ყველა მეთოდს იყენებენ, რათა ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.

უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ რუსლან ბარანეცკიმ განაცხადა, რომ „მიმდინარეობს მოლაპარაკებები, არის ურთიერთგაგება... ყველაფერი ნორმალურად გადაწყდება“.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს