გიორგი გახარიამ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხები და ხაზი გაუსვეს ამ პროცესში გაერთიანებული სამეფოს როლს.

აღინიშნა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით.

„ჯასტინ მაკკენზი სმიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

მთავრობის მეთაურმა გაერთიანებული სამეფოს ელჩს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?