სირიის საპარლამენტო არჩევნებში ბაშარ ასადის პარტიამ გაიმარჯვა

სირიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ბასარ ასადის პარტიამ „ბაასი“ და მისმა მოკავშირეებმა გაიმარჯვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ სირიის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კოალიციამ „ეროვნული ერთობა“, რომელშიც ბასარ ასადის პარტია და მისი მოკავშირეები შედიან, საკანონმდებლო ორგანოს 250 ადგილიდან 177 მოიპოვა.

არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობამ 33% პროცენტი შეადგინა, გახსნილი იყო 7 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, არჩევნები არასამართლიანი და ფალსიფიცირებული იყო.

„ასადის რეჟიმმა გაყალბებული არჩევნები ჩაატარა, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. სირიელ ხალხსა და მსოფლიოს ასადის კორუფციისა და რეპრესიის ამ უკანასკნელი მაგალითით ვერ მოატყუებენ,“- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა.

შეგახსენებთ, სირიაში საპარლამენტო არჩევნები 19 ივლისს გაიმართა. არჩევნების ჩატარება აპრილში იყო დაგეგმილი, თუმცა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ის ორჯერ გადაიდო.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“