22 ივლისიდან საგამოცდო პროცესში მასწავლებლებლობის მსურველები ჩაერთვნენ

მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდება. წელს საგნობრივ გამოცდას 12 000-მდე პირი ჩააბარებს.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ საგამოცდო ბარათზეა მითითებული.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. დაგვიანებული გამოცდაზე აღარ დაიშვება.

22 ივლისს მასწავლებლობის მსურველები გამოცდას აბარებენ შემდეგ საგნებში:

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);

ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);

ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);

მათემატიკა (დაწყებითი საფეხური).

ტესტირება დღის პირველ ნახევარში ჩატარდება. გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით 2020 წლის გამოცდებზე დაცულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებშია გახსნილი: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი.

ყველა საგამოცდო ცენტრში ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, რომლებიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით პრაქტიკოსი მასწავლებლების ტესტირება გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემოდგომაზე ჩატარდება.

იხილეთ ვიდეო:მასწავლებელობის მსურველთათვის საგამოცდო პროცესი დაიწყო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“