Hyundai-ს ავტომობილები J.D. Power-ის კვლევაში ყველაზე ხარისხიანი და სანდო ავტომობილების სათავეში არიან

ამერიკულმა ანალიტიკურმა კომპანია J.D. Power-მა, რომელიც მომხმარებელთა კმაყოფილების შესახებ დამოუკიდებელ კვლევებს აკეთებს, ავტომწარმოებელთა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

2020 წლის შედეგებით J.D. Power-ის კვლევის გამარჯვებული „ჰიუნდაი მოტორ გრუპი“ გახდა. სამხრეთ კორეულმა ავტოცენტრმა ჯამში 7 ჯილდო დაიმსახურა.

J.D. Power მსოფლიოში ლიდერი ამერიკული ანალიტიკური კომპანიაა, რომელიც 1968 წელს დაარსდა. კომპანია იკვლევს ახალი ავტომობილების ხარისხსა და სანდოობას გრძელვადიან პერსპექტივაში. გამოკითხვაში წელს აშშ-ის 87 282-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც ახალი ავტომობილები შეიძინეს. მათ 233 კითხვას გასცეს პასუხი. 9 კატეგორიად დაყოფილი კითხვარი ავტომობილებში ექსპლუატაციის პირველ 90 დღეში აღმოჩენილ პრობლემებს შეეხებოდა.

როგორც აღვნიშნეთ, 2020 წლის კვლევაში ყველაზე კარგი შედეგი „ჰიუნდაი მოტორ გრუპს“ აქვს.

კონკრეტული კატეგორიის მიხედვით მოწინავე ადგილები ჰიუნდაის ბრენდის შემდეგ ავტომობილებს უკავიათ:

  • Hyundai Veloster - კომპაქტური სპორტული ავტომობილების კლასში პირველ ადგილზე გავიდა
  • Hyundai Tucson - პირველი ადგილი დაიკავა კომპაქტური ქროსოვერების კლასში
  • Hyundai Santa Fe - საშუალო ზომის ქროსოვერების კლასში მესამე ადგილი დაიმსახურა, 2019 წელს კი ავტომობილი კლასის ლიდერი იყო

კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ავტომობილის ელექტრო-სისტემებს, მულტიმედიას, დამხმარე სისტემების სანდოობასა და ფუნქციურობას.

რაც შეეხება, პრემიუმ-ბრენდებს, საუკეთესო ავტომობილების სიაში ჰიუნდაის პრემიუმ-ბრენდი Genesis მოხვდა. უფრო კონკრეტულად, პრემიუმ-კლასის კომპაქტური ავტომობილების კატეგორიაში საუკეთესო შედეგი Genesis G70-მა აჩვენა.

2020 წლის კვლევებით გამოიკვეთა, რომ სამხრეთ კორეული ბრენდები ბოლო წლებში ბევრად სწრაფი ტემპით ვითარდებიან და უსწრებენ იაპონურ ბრენდებს. ამასთან ერთად, ბოლო 10 წელიწადში მასობრივი ბრენდების ხარისხი და სანდოობა მკვეთრადაა გაუმჯობესებული და ეს ტენდენცია 2020 წელსაც გრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა