მივდივართ საქართველოში - ტერაბანკი შიდა ტურიზმის მხარდაჭერას აგრძელებს

ტერაბანკი შიდა ტურიზმის ხელშეწყობას აგრძელებს და მის მხარდასაჭერად ახალ საიმიჯო კამპანიას „მივდივართ საქართველოში“ იწყებს.

კამპანიის ფარგლებში 4 შერჩეული ტერაგიდი ქვეყნის 4 რეგიონში — რაჭაში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში იმოგზაურებს. ისინი განსხვავებულ მარშრუტებს გაივლიან და მათ შესახებ მოკლე, შემეცნებითი გადაცემებით მაყურებელს ყველა საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდიან. ტერაგიდებს შორის მწერალი გიორგი კეკელიძე, ბროლის ბუს მფლობელი და მწერალი დათო გორგილაძე, წამყვანი და მოგზაური ნუცა გამცემლიძე და იაპონელი ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა იქნებიან.

კამპანიის მთავარი მიზანია, ის საინტერესო და ამავდროულად უცხო ადგილები თუ ღირსშესანიშნაობები წარმოაჩინოს, რომლებიც ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ან ნაკლებად ცნობილია, მსურველებს მეგზურობა გაუწიოს და მათ საინტერესო შთაბეჭდილებებით სავსე ზაფხულის გატარებაში დაეხმაროს.

როგორც ტერაბანკში აღნიშნავენ, კამპანიის ინსპირაციად იქცა უცხო საქართველო, რომლის აღმოჩენაც ნებისმიერისთვის შთამბეჭდავი და საამაყო იქნება. „ადამიანები საზღვრებს გარეთ მოგზაურობას ირჩევენ ხოლმე, თუმცა მათ საკუთარ ქვეყანაშიც არანაკლებ საინტერესო სანახაობები, ადამიანები და თავგადასავლები ელოდებათ. გვინდა, ამ ყველაფრის აღმოჩენის პროცესი მაქსიმალურად გავამარტივოთ და ქართული ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერაში, რომელსაც ახლა პანდემიის გამო ბევრი გამოწვევა აქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, - აცხადებენ ტერაბანკში.

აღსანიშნავია, რომ მარშრუტების თვალსაჩინოებისთვის, აღმოჩენების გამარტივებისა და გაზიარებისთვის Google-ის რუკაზე ტერაგიდის პროფილიც შეიქმნება. მისი დახმარებით, გიდებსა თუ სხვა მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მანამდე უცნობი ღირსშესანიშნაობები მონიშნონ, ფოტოები დაამატონ და საბოლოოდ ამ უცხო ადგილებით შედგენილი რუკა სხვა მოგზაურებსაც გაუზიარონ.

უკვე მეორე წელია ტერაბანკი ქართული ტურიზმის მხარდამჭერ კამპანიებს ახორციელებს. გასულ წელს მან „ტერაბანკი მოგზაურებისთვის“ წამოიწყო, რომელიც სხვადასხვა წამახალისებელ ინიციატივას აერთიანებდა და მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა. კამპანიის ფარგლებში, ტერაბანკის ფილიალები ტურისტული ცენტრების ფუნქციებს ითავსებდნენ, თანამშრომლები კი მოგზაურთა მრჩევლების როლსაც ასრულებდნენ. პარალელურად, ბანკი ტურისტულ ობიექტებსაც ეხმარებოდა და მათ საკუთარ საკომუნიკაციო რესურსს უსასყიდლოდ უთმობდა. ტურიზმის მხარდაჭერა ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. კამპანია „მივდივართ საქართველოში“ სწორედ მისი ნაწილია.

(R)

თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი საზოგადოებას კინემატოგრაფიაში ამერიკულ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს
კრიპტალი მომხმარებლებს 1 მილიონ შიბა ინუს (ელექტრონული ფული) ჩუქნის
BDO Digital-ი SWIFT-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს