ჩინეთის ორი პროვინციიდან, წყალდიდობის გამო, ათასობით ადამიანია ევაკუირებული

ჩინეთის ანჰუისა და ჰუბეის პროვინციებიდან, წყალდიდობისა და მეწყერის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუირება განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ანჰუის პროვინციის ქალაქ გუჯეიდან, სადაც ძლიერმა წვიმამ მდინარის ადიდება გამოიწვია, 16 000-მდე ადამიანია ევაკუირებული.

„ჩინეთის გლობალური ტელევიზიის ქსელის“ ცნობით, დატბორილია 13 სოფელი, ელექტროენერგიის გარეშე კი მთელი რეგიონია დარჩენილი.

ჰუბეის პროვინციიდან კი, სადაც მეწყერმა მდინარე ჩაკეტა და ქალაქ ენშისა და მეზობელი სოფლების ჩაძირვის საშიშროება შექმნა, 8 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

ცნობისათვის, სეზონური წვიმები ჩინეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე პრობლემებს თითქმის ყოველ წელს ქმნის. წყალდიდობის გამო, მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისიდან ჩინეთის 24 პროვინციიდან დაახლოებით 1.8 მილიონი ადამიანია ევაკუირებული.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა