თენგიზ ცერცვაძე - შესაბამისი სამსახურები საკმაოდ გამართულია იმისთვის, რომ დაუდგენელი წყაროს შემთხვევაშიც არ დაუშვან, ინფექციის გავრცელება

ცუდია, რომ შვიდი პაციენტია დაუდგენელი წყაროთი და არ არის გარკვეული, ვისგან დაინფიცირდნენ, მაგრამ ესეც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია , - ამის შესახებ ამის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კოვიდინფიცირებული არც ერთი პაციენტი სახლში არ რჩება და მკურნალობას კლინიკებში გადიან.

„სხვა ქვეყნებში ასობით და ათასობით პაციენტია, რომლის დასნებოვნების წყაროც არ იციან. როდესაც ინფექციის ამდენი შემთხვევაა ჩვენ ირგვლივ ქვეყნებში და ჩვენი ქვეყნის შიგნითაც არის 10-20 შემთხვევა, იქნება რამდენიმე დაუდგენელი წყაროს მქონე შემთხვევა, მაგრამ შვიდი არ არის ბევრი. აქ ერთი დიდი უპირატესობაა, რომ ჩვენ სახლში არ ვტოვებთ არავის და ყველას ჰოსპიტალიზაციას ვახდენთ. ეს გარდა იმისა, რომ იცავს ამ პაციენტებს დამძიმებისგან, ამასთან, სახლში დარჩენის შემთხვევაში ისინი ინფექციის პოტენციური გავრცელების წყარო გახდებიან. შვიდი შემთხვევის წყარო არ იციან, მაგრამ ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა მათი მოვლაც ისწავლეს. მიყვებიან მის კვალს, სად გაიარა ამ პაციენტმა ბოლო დღეების მანძილზე, სად იყო სამსახურში, სად იყო სტუმრად, რომელ ავტობუსში იყო და მერწმუნეთ, რომ ჩვენი შესაბამისი სამსახურები საკმაოდ გამართულია იმისთვის, რომ დაუდგენელი წყაროს შემთხვევაშიც არ დაუშვან ინფექციის გავრცელება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს