აშშ-ის სენატის კომიტეტში მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც ფედერალურ თანამშრომლებს მთავრობის მიერ გაცემულ მოწყობილობებში TikTok-ის აპლიკაციით სარგებლობას აუკრძალავს

აშშ-ის სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და მთავრობის საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტის მიღებას, რომელიც ამერიკის ფედერალურ თანამშრომლებს სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოწყობილობებში TikTok-ის აპლიკაციის გამოყენებას აუკრძალავს.

კანონპროექტის ინიციატორი „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯოშ ჰოულია. „როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთის კუთვნილებაში არსებული სოციალური ვიდეოპლატფორმა TikTok, რომელიც ამერიკელ ახალგაზრდებში პოპულარულია, აშშ-ის კანონმდებლების მხრიდან ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მოექცა.

ამერიკელი კანონმდებლები ჩინურ აპლიკაცია TikTok-ის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ და აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან ჩინეთის კანონებით, რომელიც ადგილობრივი კომპანიებისგან „სადაზვერვო საქმიანობაში დახმარებასა და თანამშრომლობას“ ითხოვს.

ორი კვირის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ქვეყანაში ჩინური აპლიკაციების, მათ შორის TikTok-ის, აკრძალვის საკითხს განიხილავს.

ცნობისათვის, ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა კორონავირუსის პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დაიძაბა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს კორონავირუსის შესახებ რეალური ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. უკვე დიდი ხანია აშშ მის მოკავშირეებს მოუწოდებს, რომ 5G სისტემების დანერგვისას ჩინური კომპანიის Huawei-ის აღჭურვილობაზე უარი თქვან. მიზეზად აშშ ასახელებს იმას, რომ ჩინეთმა შეიძლება, საკუთარი კომპანია შპიონაჟისთვის გამოიყენოს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

აშშ-ის სენატის კომიტეტში მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც ფედერალურ თანამშრომლებს მთავრობის მიერ გაცემულ მოწყობილობებში TikTok-ის აპლიკაციით სარგებლობას აუკრძალავს

აშშ-ის სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და მთავრობის საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტის მიღებას, რომელიც ამერიკის ფედერალურ თანამშრომლებს სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოწყობილობებში TikTok-ის აპლიკაციის გამოყენებას აუკრძალავს.

კანონპროექტის ინიციატორი „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯოშ ჰოულია. „როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთის კუთვნილებაში არსებული სოციალური ვიდეოპლატფორმა TikTok, რომელიც ამერიკელ ახალგაზრდებში პოპულარულია, აშშ-ის კანონმდებლების მხრიდან ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მოექცა.

ამერიკელი კანონმდებლები ჩინურ აპლიკაცია TikTok-ის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ და აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან ჩინეთის კანონებით, რომელიც ადგილობრივი კომპანიებისგან „სადაზვერვო საქმიანობაში დახმარებასა და თანამშრომლობას“ ითხოვს.

ორი კვირის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ქვეყანაში ჩინური აპლიკაციების, მათ შორის TikTok-ის, აკრძალვის საკითხს განიხილავს.

ცნობისათვის, ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა კორონავირუსის პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დაიძაბა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს კორონავირუსის შესახებ რეალური ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. უკვე დიდი ხანია აშშ მის მოკავშირეებს მოუწოდებს, რომ 5G სისტემების დანერგვისას ჩინური კომპანიის Huawei-ის აღჭურვილობაზე უარი თქვან. მიზეზად აშშ ასახელებს იმას, რომ ჩინეთმა შეიძლება, საკუთარი კომპანია შპიონაჟისთვის გამოიყენოს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია