კომპანია „ალმამ“ GOLDEN BRAND-ის მიმდინარე წლის დაჯილდოებაზე N1 სარეკლამო კომპანიის ტიტული მიიღო

„ალმა“ გარე რეკლამების ინდუსტრიაში 25 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა. ორგანიზაცია წარმოადგენს კავკასიაში ყველაზე მსხვილი გარე რეკლამის ოპერატორს, რომელიც მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული და ხარისხზე აქცენტირებული კომპანიაა.

“Golden Brand-ის დაჯილდოების ცერემონიალი ყოველწლიურად იმართება, სადაც 50-მდე გამარჯვებულ ბრენდს ასახელებენ. ღონისძიება მიმდინარე წლის 17 ივლისს, კლუბ „ანდერვილში“ Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით გაიმართა, სადაც ტრადიციულად, წლის საუკეთესო ბრენდები გამოავლინეს.

2019 წლის კვლევაში მონაწილეობა ასამდე ექსპერტმა მიიღო, მათ შორის ექსპერტებმა ეკონომიკურ საკითხებში, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტებმა, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებმა, საკონსულტაციო კომპანიებმა, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.

ასევე ონლაინ გამოიკითხა 2 000-ზე მეტი მომხმარებელი. ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის, ხარისხის და პიარ და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული მუშაობის გათვალისწინებით მოხდა. მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა