დღეიდან საქართველოში შიდა ფრენები განახლდა

4 თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, დღეიდან 24 ივლისიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით შესრულდება.

მათი ინფორმაციით, ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განმარტებით, 2020 წელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა. ამიტომ, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.

„შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, შიდა ფრენების დაწყება მნიშვნელოვანია, ამას ელოდება, განსაკუთრებით როგორც ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონის მოსახლეობა, ისე ადგილობრივი ვიზიტორებიც. მოლოდინი, რომ დიდია ეს ბილეთების გაყიდვაზეც აისახა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 300-ზე მეტი ბილეთია სხვადასხვა მიმართულებით უკვე გაყიდული“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე ტურისტულ სეზონზე შიდა ფრენებზე ბილეთის ფასი არ შეცვლილა და ის 2019 წლის ნიშნულზე დარჩა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე 2020 წელი შიდა ტურიზმის წლადაა გამოცხადებული და შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ვიზიტორებს მაქსიმალურად შეეწყოს ხელი.

"ავიაბილეთების ფასები არ შეცვლილა და იგივეა. 2020 წელი გამოცხადდა შიდა ტურიზმის წლად და ამიტომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ გადაადგილება კომფორტულად და უსაფრთხოდ. COVID-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია, მიუხედავად იმისა, რომ ფრენები ადგილობრივ აეროპორტებში მიმდინარეობს. ნატახტარის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტები აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. ეს იქნება დეზობარიერები, სოციალური დისტანცირება თუ თერმოსკრინინგი",- აცხადებს თამარ არჩუაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, აგვისტოდან მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში 5 სიხშირით შესრულდება, ამბროლაურის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ, ბათუმის მიმართულებით კი - კვირაში 4 სიხშირით იქნება ფრენები შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო:საქართველოში შიდა ფრენები დღეიდან განახლდება

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი