თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმის პროკურორი - კორპუსების მიმართულებით გასროლა მკვლელობას რომ იწვევს, ეს ჩვეულებრივმა ადამიანმა იცის, მითუმეტეს, პოლიციელმა

საგანგებო მდგომარეობის დროს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საცხოვრებელ სახლებში უტყუარად იმყოფებოდა. შესაბამისად, კორპუსების მიმართულებით გასროლა ადამიანის მკვლელობას რომ იწვევს, ეს ჩვეულებრივმა ადამიანმა იცის, მითუმეტეს, იცის პოლიციელმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მომღერალ თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა ყოფილი პოლიციელის საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ განუცხადა.

პროკურორის თქმით, სიმონ გაბრიაძეს გათვალისწინებული ჰქონდა ის შედეგი, რაც მის მიერ გასროლილ ტყვიებს მოჰყვებოდა.

"სასამართლომ სრულად დაუშვა, როგორც ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. რაც შეეხება პატიმრობას, ბრალდების მხარე პირველი წარდგენის სხდომაზეც უთითებდა დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას ანუ მისი ქმედებით გამოწვეულ შედეგს და ასევე, როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებს. ეს საფრთხეები არსებობდა მაშინაც, არსებობს ახლაც და ახალი გარემოება არ გამოვლენილა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ბრალდების მხარეს მხოლოდ და მხოლოდ არ ეთანხმება ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. როცა პროკურატურამ ეს ქმედება სამართლებრივად შეაფასა, როგორც განზრახ მკვლელობა ჩადენილი არაპირდაპირი განზრახვით, გაითვალისწინა საქმის ყველა გარემოება. მოგეხსენებათ, ეს იყო მჭიდროდ დასახლებული პუნქტი, სადაც ირგვლივ კორპუსები იყო განთავსებული, იმ მოცემულობით, ყველამ ვიცოდით, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, საღამოს 9:00 დან დილის 6:00 საათამდე, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საცხოვრებელ სახლებში უტყუარად იმყოფებოდა. შესაბამისად, კორპუსების მიმართულებით გასროლა ადამიანის მკვლელობას რომ იწვევს, ეს ჩვეულებრივმა ადამიანმა იცის, მითუმეტეს იცის პოლიციელმა, რომელსაც შესაბამისი საცეცხლე მომზადება აქვს გავლილი და იცის გასროლას რა შედეგი მოჰყვება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას გათვალიაწინებული ჰქონდა ის შედეგი, რაც მოჰყვებოდა მის მიერ გასროლილ ტყვიებს", - განაცხადა კოტრიკაძემ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სიმონ გაბრიაძეს 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შემდეგი სასამართლო პროცესი 5 აგვისტოს, 12:00 საათზეა დანიშნული.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ