შსს-თან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბოლო პერიოდში მომხდარი გახმაურებული საქმეების ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ.

როგორც "სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აცხადებს, შს მინისტრს მორალური უფლება არ აქვს, რომ თანამდებობაზე იყოს და ის უნდა გადადგეს.

„ვინ იქნება შემდეგი, ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც დღეს მუსირებს ქალაქში. შს მინისტრს, რომელსაც ამდენი მკვლელობა აქვს დღის, კვირის, თვის, წლის განმავლობაში, არ აქვს მორალური და პოლიტიკური უფლება იმყოფებოდეს თანამდებობაზე და აგრძელებდეს სამინისტროს მართვას, რადგან ვერ მართავს ან მართავს, ამიტომ შს მინისტრი უნდა გადადგეს დაუყოვნებლივ თანამდებობიდან“, - აცხადებს ზვიად კუპრავა.

აქციაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს.

მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

იხილეთ ვიდეო:შსს-თან საპროტესტო აქცია გაიმართა

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა