07.07.2025 / 08:38
შსს-სთან აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, დაპირება მიიღეს, რომ შს მინისტრი რამდენიმე დღეში შეხვდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც გარდაცვლილი ნიკა პავლიაშვილის მამამ, რამაზ პავლიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ დაპირდნენ, რომ რამდენიმე დღეში მათ შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური შეხვდება.

"უშუალოდ მინისტრთან მინდა შეხვედრა, მივმართე აქ კომპეტენტურ, პასუხისმგებელ პირს - საპატრულოს წარმომადგენელს, ჯოხაძეს ვესაუბრე. ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერეს და 2-3 დღეში შეხვედრას შემპირდნენ. დაგირაკავენ და შეგხვდებაო, ასე მითხრეს. მაქსიმუმ, ორშაბათამდე ვაძლევ დროს. მოვალ ორშაბათს და თუ არ შემხვდება, მერე, მე ვიცი. დღეს ამით შემოვიფარგლები", - განაცხადა პავლიაშვილმა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ, ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცავები.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს