ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებებს მიუღებლად მიიჩნევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებები, სადაც ის მის დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, სიმართლეს არ შეესაბამება და ვერ აიძულებს ორგანიზაციას, კორონავირუსთან ბრძოლის საქმიდან გადაუხვიოს.

„ეს კომენტარები არასწორი, მიუღებელი და უსაფუძვლოა. მთლიანად ორგანიზაცია ორიენტირებულია სიცოცხლეების გადარჩენაზე და ჯანმო არ გადაუხვევს მის ვალდებულებებს. ჩვენ ასევე არ გვინდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გადაუხვიოს ამ ვალდებულებებს“, - განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ჩინეთმა „იყიდა“ და ამის გამო უამრავი ბრიტანელი დაიღუპა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს