დავით მათიკაშვილი - სენატის მხრიდან დამტკიცებულმა აქტმა წერტილი დაუსვა ოპონენტების მხრიდან მანიპულაციის მცდელობას - დოკუმენტში კრიმინალის გვარი არ მოხვდა

"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი აშშ-ის სენატის მიერ აშშ- ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპონენტების მცდელობა, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინათ დოკუმენტი, ჩავარდა.

მისი თქმით, დამტკიცებულმა აქტმა ცხადყო, რომ არანაირი პირობითობა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობაში არ არსებობს და სანქციებზე საუბარი მხოლოდ ოპოზიციის მონაჭორია.

"აშშ- ის სენატის მიერ 2021 წლის სამხედრო პოლიტიკის ავტორიზაციის აქტის დამტკიცება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ურყევ მხარდაჭერას. დოკუმენტში შესაბამისი გზავნილებია, სადაც აშშ ყოველგვარი პირობითობის გარეშე აცხადებს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის სტრატეგიული განვითარების, მისი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და თავდაცვის სფეროში აშშ- ს ურყევი მხარდაჭერის კუთხით. ნათელია, რომ კიდევ ერთხელ ჩავარდა ოპონენტების მხრიდან მცდელობა, რომ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინათ დოკუმენტი და არასწორი ინტერპრეტირება მიეცათ იქ არსებული ფაქტებისთვის. საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები და ეს დოკუმენტი არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმის, რომ 8 მარტის შეთანხმება ხელისუფლების მხრიდან ზედმიწევნით შესრულდა, ოპოზიციამ კი დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ამ დოკუმენტში არ მიხვდა კრიმინალის გვარი და სახელი. სენატის მხრიდან დამტკიცებულმა აქტმა წერტილი დაუსვა ჩვენი ოპონენტების მხრიდან მანიპულაციის მცდელობას, რომ თითქოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რაიმე პირობის დაყენებით და სანქციებით ემუქრება სტრატეგიულ ურთიერთობას და პარტნიორობას. ეს არის მტკნარი სიცრუე და დამტკიცებულმა აქტმა ცხადყო, რომ არანაირი პირობითობა ამ ურთიერთობაში არ არსებობს და სანქციებზე საუბარი მხოლოდ ოპოზიციის მონაჭორია,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა