სილქ როუდ ჯგუფის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

გვსურს გამოვეხმაუროთ 23 ივლისს ტელეკომპანია „მთავარზე“ 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს.

- სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კორონავირუსი ყაზახ ბიზნესმენს, ერკინ ტატიშევს დაუდასტურდა.

- სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს სასტუმროს მენეჯმენტი ადასტურებს, რომ კოვიდ-19 რომლიმე ყაზახ სტუმარს დაუდასტურდა. სასტუმრო ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ერთ-ერთი სტუმრის მორიგმა PCR ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამასთან, სასტუმრომ იმოქმედა და აგრძელებს მოქმედებას კოვიდ-19-ის პრევენციის ოფიციალური პროტოკოლის ყველა რეკომენდაციის მკაცრი დაცვით და წამყვანის განცხადება, რომ „ბათუმის რადისონი სტუმრებისთვის სახიფათოა“, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამიზნული მცდელობაა.

- ბიზნესმენი ერკინ ტატიშევი ნამდვილად იმყოფება საქართველოში. ის ყველა მოქმედი წესის და პროტოკოლის დაცვით შემოვიდა ქვეყანაში. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მარტივადაა შესაძლებელი. როგორც აღვნიშნეთ, ერკინ ტატიშევს რამდენჯერმე ჩატარებული ტესტირების შედეგად ვირუსი არ დაუდგინდა.

- უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ადამიანს, იქნება ის საქართველოს მოქალაქე, თუ სტუმარი, დაუდასტურდება კორონავირუსი, მისი იდენტიფიცირება, ფოტოსურათების გამოფენა და კონფიდენციალურობის დარღვევა ეწინააღმდეგება ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს. ეს არის არაადამიანური მოპყრობის სამარცხვინო მაგალითი, რომელსაც მაღალი პროფესიული სტანდარტების მედია არ დაუშვებდა.

- აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ერკინ ტატიშევის საქართველოში ამჯერად ჩამოსვლის შემდეგ, მასსა და გიორგი რამიშვილს შორის შეხვედრა საერთოდ არ შემდგარა, გაუგებარია, რა გაქვთ მხედველობაში, როდესაც "აქტიურ კომუნიკაციაზე" საუბრობთ. შესაბამისად, ამ ინფორმაციას ვერც ვერავინ მოგაწვდიდათ და ვერც დაგიდასტურებდათ.

- სიუჟეტში გაჟღერებულია ინფორმაცია, თითქოს გიორგი რამიშვილი თბილისის სასტუმრო რადისონში ცხოვრობს, რაც ასევე სიცრუეა.

- ასევე გაუგებარია, რატომ იხსენიებს მთავარი არხის ჟურნალისტი გიორგი რამიშვილს ზედმეტსახელით. ეს სიუჟეტის არაეთიკურობის და დაბალი პროფესიული სტანდარტების კიდევ ერთი გამოვლინებაა.

საერთო ჯამში სიუჟეტი, რომელიც შეიცავს ამდენ უზუსტობას და ყოველგვარი ეთიკური ნორმების დარღვევას, აღიქმება, როგორც მიზანმიმართული დეზინფორმაცია ბატონ გიორგი რამიშვილის, ჩვენი კომპანიის და სასტუმრო რადისონის რეპუტაციის შელახვის მიზნით. სრულიად გაუგებარია, რატომ აყენებს თქვენი გადაცემა დარტყმას დღესდღეობით ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ სასტუმრო ბიზნესს.

სილქ როუდ ჯგუფის პრესსამსახური PR@silkroad.ge

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა