გიორგი ვოლსკი ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა მიმოიხილეს. ყურადღება გაამახვილეს ოკუპაციის საკითხებზე, იქ არსებულ ვითარებაზე და კავკასიის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე.

მხარეებმა მსოფლიოში COVID-19 - ის კუთხით არსებული ვითარება მიმოიხილეს. დიპლომატმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს.

ამასთან, აცხადებენ რომ შეხვედრისას, მხარეებმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. ელჩმა კმაყოფილება გამოხატა ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებისა და შეცვლილი საარჩევნო სისტემის გამო და იმედი გამოთქვა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები მაღალ დონეზე, საერთაშორისო დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტით ჩატარდება, რაც საქართველოს რეალურად, ახასიათებს.

მხარეები ურთიერთანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

„ჰელენ სანდ ანდრესენი ნორვეგიის პირველი ელჩია რეზიდენციით საქართველოში, რომელიც საგანგებო ყურადღებას მიაქცევს სხვადასხვა უწყებებთან ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის პარლამენტთან. შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება და იქნება ინტენსიური. როგორც ელჩმა აღნიშნა, მათი საგანგებო ინტერესის საგანს ადამიანის უფლებები და სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესი წარმოადგენს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა