ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2020

"საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას რეფორმირება სჭირდება" - პრემიერმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა

როგორ უნდა გადაანაწილოს ოპოზიციამ კანდიდატები - "ძირითად შემთხვევაში იქნება მეორე ტური"

***

"საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას რეფორმირება სჭირდება" - პრემიერმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კენ ვოლკერის სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც, რამდენიმე გაცხადება გააკეთა. პრემიერმა ისაუბრა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობაზე. მისი თქმით, იგი მოხარულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანგარიშს მოამზადებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას რეფორმირება სჭირდება" - პრემიერმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.

"როგორც გახარია ამბობს, ეს ანგარიში უმთავრესად ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის. ჩვენ მოხარულები ვარ, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების შეფასება მოხდება. პირიქით, ეს ჩვენს ინტერესებშია. ამ პროცესებში ჩვენ თვითონ ეჭვი არ გვეპარება. კითხვის ნიშნები, რაც არსებობს, ამასთანაც კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან საქართველოში გამოხატვის თავისუფლებიდან, მედია პლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი დაემუქრება. მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების ფასი ძალიან კარგად შეიგრძნო, სამართლიანობის ფასიც ძალიან კარგად შეიგრძნო, მედია თავისუფლებისა და პლურალიზმის ფასსაც ძალიან კარგად გრძნობს. ახლა მიხვდება, რას ნიშნავს პროპორციულთან უფრო ახლოს მყოფი საარჩენო სისტემა, როგორ შეცვლის პოზიტიურისკენ ქართულ პოლიტიკურ კულტურას და ამას უკან ვერავინ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასება იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, საქართველოს დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის პროცესის, ჩვენ ამით მხოლოდ მოხარულები ვიქნებით", - ამბობს პრემიერი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პრემიერის განცხადებით დასავლეთში საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო გაჩენილი კითხვის ნიშნები თანდათან ქრება. ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და ჩვენს ქვეყანას შორის თანამშრომლობა ღრმავდება. თანამშრომლობის ისეთ სფეროებზეა საუბარი, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, განათლება, ვაჭრობა, ეკონომიკა. რა თქმა უნდა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და რა თქმა უნდა, მათ აქვთ ამ კითხვების დასმის უფლება ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს პასუხის გაცემის უფლება. ხედავთ, რომ ეს კითხვები დროთა განმავლობაში იხსნება", - თქვა გახარიამ”, - განაგრძობს გამოცემა.

"მისივე თქმით, ქვეყანაში ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ. როგორც პრემიერი ამბობს, მათ ეს არ გამოუვათ. „ცუდია ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას. ეს ყველას კარგად ესმის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ასეთი მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ ამას შესაბამისი და საკადრისი პასუხი ექნება როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერმა ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა, მისი თქმით შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გომელაურის გადადგომის მოთხოვნა არასერიოზულია და არც განიხილება. „არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს სერიოზულია? - არასერიოზულია!", - თქვა მან. გომელაურის გადადგომას ითხოვს ოპოზიციის ნაწილი და სამოქალაქო საზოგადოება, ისინი მიზეზად უწყების არაეფექტურ მუშაობას ასახელებენ. გარდა ამისა, პრემიერმა მართლმსაჯულების სისტემაზეც ისაუბრა. გახარიას თქმით, ამ სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება. „საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება. ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამას ვაკეთებდი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. რა თქმა უნდა, გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა აუცილებელია იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. საკანონმდებლო გეგმებიც გვაქვს, ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება. სივრცე არ დავტოვოთ ინტერპრეტირებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს და პროცესი დასრულებული არ არის. მაშინ, როდესაც გამოძიებისგან საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰყოფნის, მედიაც ამას იყენებს და შემდგომ უკვე ტრაგედიის მსხვერპლთა გამოყენება ხდება გარკვეული ვერსიების განვითარებაში. ეს გამოძიების ნაწილია. მაშინ, როდესაც გამოძიება დასრულებული არ არის, მსგავსი სახის პოზიციონირება ამორალურია", - ამბობს პრემიერი”, - დასძენს გამოცემა.

"პრემიერმა, 19 ივლისს აზერბაიჯანულ მედიაში გამოქვეყებულ სტატიაზეც გააკეთა გაცხადება, რომელშიც საუბარი იყო საქართველოს გავლით სერბეთიდან და რუსეთიდან სომხეთში საბრძოლო იარაღის შეტანაზე. მისი თქმით, ესაა მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს პოლიტიკური პრობლემა, რა თქმა უნდა, არ ექნება, რადგან ჩვენ, ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ინფორმაცია არის მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია, ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საკითხი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი არ ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს", - თქვა გიორგი გახარიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

როგორ უნდა გადაანაწილოს ოპოზიციამ კანდიდატები - "ძირითად შემთხვევაში იქნება მეორე ტური"

“ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მასშტაბით არსებულ 30 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატები უკვე წარადგინა. ოპოზიციას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რა პრინციპით მოახდენს მაჟორიტარობის კანდიდატების სიის ფორმირებას რეგიონებში, იქნება საერთო კონსენსუსი, როგორც დედაქალაქის შემთხვევაში მოხდა, თუ ცალ-ცალკე იბრძოლებენ პარტიები საკუთარი კანდიდატების გამარჯვებისთვის”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, როგორ უნდა გადაანაწილოს ოპოზიციამ კანდიდატები - "ძირითად შემთხვევაში იქნება მეორე ტური"

"როდესაც კანდიდატებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანი არის, ის თუ რა არის ოპოზიციისთვის პრიორიტეტი, ის რომ დაამარცხოს „ქართული ოცნება", თუ ის რომ "ქართული ოცნება" არა მარტო დაამარცხოს, არამედ პარტიული კუთვნილებით მან დამატებითი მანდატები მიიღოს", - ასე ეხმიანება ამ საკითხს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, თუ ოპოზიციას "ქართული ოცნების" დამარცხება სურს, მაშინ კონკურენტუნარიან კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა. თუ ოპოზიციისთვის მთავარია მმართველი გუნდის დამარცხება, უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ „ქართული ოცნების" კანდიდატებმა არ მიიღონ მანდატები. მაშინ არ არის აუცილებელი ისეთივე შეთანხმების მიღეწევა, როგორიც იყო თბილისში, უბრალოდ უნდა მოძებნონ კონკურენტული ადამიანი, იქნება ის პარტიის წარმომადგენელი თუ დამოუკიდებელი დეპუტატი და დაუჭირონ მას მხარი. მაგრამ, თუ ლაპარაკია პარტიული მანდატების მოპოვებაზე, მაშინ უკვე ოპოზიციას უნდა თუ არ უნდა იძულებულია წარადგინოს საკუთარი კანდიდატი. ამ შემთხვევაში ყველა პარტია შეეცდება საკუთარი კანდიდატის დაყენებას და იბრძოლებს იმისთვის, რომ მისმა კანდიდატმა გაიმარჯვოს", - თქვა ძაბირაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც ძაბირაძე ამბობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ბევრ ოლქში დაინიშნება მეორე ტური, სადაც, მისი თქმით, დიდი ალბათობით მმართველი პარტია გაიმარჯვებს. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ალბათ ძირითად შემთხვევაში იქნება მეორე ტური. მაგრამ მეორე ტურში რეგიონების უმეტესობაში გავლენ „ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები. ასეთ შემთხვევაში უნდა განსაზღვრონ ის, თუ როგორ არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი. როდესაც საუბარია ოპოზიციურ ჯამურ ხმებზე, არ არის წარმოდგენილი რეალური შედეგები. ჯამური ხმები ყოველთვის იშლება, ამ საპარლამეტო არჩევნებზე არ იქნება ხმების ისეთი გადანაწილება როგორიც იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების პირველ ტურში. მაშინ, საკმაოდ მცირე რაოდენობის ამომრჩეველი მოვიდა და ის პროპორცია რაც დახვდათ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეესაბამებოდა აქტივობას. მაგრამ ამ შემთხვევაში მოვა უფრო მეტი ამომრჩეველი და პროპორციები, რა თქმა უნდა, შეიცვლება”, - განაგრძობს გამოცემა.

“თუ გავითვალისწინებთ "ედისონ რისერჩის" ბოლო კვლევის შედეგებს, ვნახავთ, რომ 39% აქვს „ქართულ ოცნებას, 20%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის დაუჭერს მხარს და ოპოზიციას ჯამურად 41% უგროვდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეორე ტურში გასულ ოპოზიციონერ კანდიდატებს, მოსახლეობის ეს რაოდენობა დაუჭერს მხარს. "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში იქნება რაც შეიძლება ბევრი მანდატის მოპოვება და ამის გამო ისინი საკუთარ კანდიდატებს დააყენებენ ყველა ოლქში. აქედან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ მეორე ტურში გავლენ ძალიან მაღალია, მაგრამ ასეთივე მაღალია იმის ალბათობა, რომ საერთო ჯამში უმრავლეს ოლქებში დამარცხდებიან", - გვითრხა ძაბირაძემ”, - დასძენს გამოცემა.

"რაც შეეხება პროპორციულ სიას, ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ" პროპორციული სია უცნობი სახეებით დააკომპლექტოს. მაგრამ, მისი შეფასებით სიის სათავეში მაინც მოქმედი პარტიული ელიტა იქნება. მეორე ტურზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს პროპორციული არჩევნების შედეგი. თუ ისევ „ედისონ რისერჩის" გამოკითხვას გავითვალისწინებთ, მმართველი გუნდი პარტიული რეიტინგით იქნება ნომერი პირველი პარტია და ექნება პარტიებს შორის ყველაზე მეტი პროცენტი. რაც მათ პრივილეგიას მისცემს, რომ მოახდინოს მთავრობის ფორმირება. მმართველი გუნდის პროპორციულ სიაში იქნება ალბათ უცნობი სახეებიც, მაგრამ წამყვანი იქნება ის გუნდი, რომელიც დღეს აკონტროლებს პარლამენტს", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა