სილქ როუდ ჯგუფის განცხადება უცხოელი ბიზნესპარტნორების ვიზიტთან დაკავშირებით

კომპანია სილქ როუდ ჯგუფის პარტნიორი, ყაზახი ინვესტორი ბატონი ერკინ ტატიშევი, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება, ოჯახთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში ჩვენი ერთობლივი მსხვილი საინვესტიციო პროექტის, ბათუმის „სილქ თაუერის“, შესახებ შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად. ბატონი ტატიშევის ვიზიტი შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საქმიანი ვიზიტების დაშვებას ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. ვიზიტი დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ რეგლამენტირებული ყველა შესაბამისი წესის და პროცედურის დაცვით, რაც გაწერილია მთავრობის დადგენილებით: http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=288&info_id=76687

● აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, სათანადო ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

● შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.

უცხოელი ვიზიტორები ჩამოფრინდნენ ჩარტერული რეისით და შესაბამისი პროცედურის თანახმად, თითოეულ მათგანს ჩამოსვლისთანავე ჩაუტარდა PCR ტესტი (საკუთარი ხარჯებით). სანამ ტესტის შედეგები ცნობილი გახდებოდა, მთელი ჯგუფი მოთავსებული იყო საკარანტინო სივრცეში. მათ სასტუმროში გადაინაცვლეს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ლაბორატორიული კვლევით ყველა ტესტზე უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. ამას გარდა, პროცედურა ითვალისწინებს თითოეული მათგანის საკუთარი სახსრებით PCR ტესტირებას ყოველ 72 საათში, რაც ასევე მკაცრად არის დაცული.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა