თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა - ფსიქოლოგის აყვანაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, როგორც აფთიაქში შესვლასა და რაიმე მედიკამენტის ყიდვაში

თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი სუიციდის ვერსიას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლებელია, ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ამის შესახებ თამაზაშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი შეიძლება იყოს მუქარა, ძალადობა ან ზეწოლა.

„სუიციდი გამორიცხულია, მაგრამ არ არის გამორიცხული თვითმკვლელობამდე მიყვანა. ვიცით, რომ თამარმა მარტომ დატოვა სახლი, მარტომ გაიარა ამხელა გზა სოფელ ხაიშამდე ან თუნდაც იმ სოფლამდე, სადაც ბოლოს მანქანა აღმოაჩინეს. ძალიან ბევრი გამომრიცხავი კითხვებია, რაც არ მიუთითებს სუიციდზე“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

ბიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ გოგონას ფსიქოლოგი ჰყავდა, ბევრს არაფერს ნიშნავს.

„რატომ უნდა დაიწყოს ამაზე აპელირება და აქცენტის გაკეთება? შეიძლება თამუნას რაღაც პირადი პრობლემა ჰქონდა და უნდოდა, რომ ფსიქოლოგისთვის გაეზიარებინა, ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს. ფსიქოლოგის აყვანაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, როგორც აფთიაქში შესვლასა და რაიმე მედიკამენტის ყიდვაში“, - აღნიშნავს კობა თამაზაშვილი.

ამასთან, როგორც ბაჩალიაშვილის ბიძა აღნიშნავს, მანქანა სადაც აღმოაჩინეს, მიუდგომელი ადგილი არ არის, თავისუფლად შეეძლოთ დაეფიქსირებინათ.

„გამოძიებას არ ვენდობოდი დასაწყისში, იმიტომ, რომ ძალიან გაჭიანურდა დროში, სადაც აღმოაჩინეს მანქანა, მიუდგომელი ადგილი არ არის, თავისუფლად შეეძლოთ დაეფიქსირებინათ და კომუნიკაცია ჰქონოდათ ოჯახთან. ამ ეტაპზე ჩვენ ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ არ ვენდობით გამოძიებას, იმიტომ, რომ გამოძიების გარდა დამოუკიდებელი ექსპერტიცაა ჩართული“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, ეჭვს ბადებს ბაჩალიაშვილის საფულეში აღმოჩენილი წერილიც.

„ეს წერილიც ბევრ ეჭვს ბადებს იმიტომ, რომ თამუნას სუიციდი რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული, ყველას გამოეშვიდობებოდა და მხოლოდ ორი ფრაზით არ შემოიფარგლებოდა“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

იხილეთ ვიდეო:ფსიქოლოგის აყვანაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, როგორც აფთიაქში შესვლასა და რაიმე მედიკამენტის ყიდვაში - თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა