პროგრამა „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა

„აქ. ახლა“, ბიზნესების მხარდასაჭერად, „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თიბისიდან აცნობეს, ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „გეფერინმა“ ისარგებლა.

მათი ინფორმაციით, „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“ თიბისი ბანკისა და „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება და ის ბიზნესსესხებზე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის კომპონენტში 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს.

თიბისის ცნობით, პროგრამა მიზნად ისახავს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა.

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია, მაქსიმალური – 5 000 000 ლარი. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება - 12 მლნ ლარს. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მათთვის ვისაც COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნა. ასეთ ბიზნესებს შესაძლებობა აქვთ, რესტრუქტურიზაციის მოქნილი სტრუქტურით ისარგებლონ.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე - https://www.tbcbank.ge/web/ka/businessloan, ასევე თიბისის ცხელი ხაზის (032) 2 27 27 27 საშუალებით და ფილიალში სტუმრობით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ