მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"