BBC- სინგაპურელმა მამაკაცმა აღიარა, რომ აშშ-ში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა

სინგაპურელმა მამაკაცმა აღიარა, რომ აშშ-ში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო განხილვის დროს იუნ ვეი იეომ აღიარა, რომ 2015-2019 წლებში, როდესაც ის აშშ-ში პოლიტიკურ კონსულტანტად მუშაობდა, ჩინეთის ხელისუფლებისთვის გადასაცემად არასაჯარო ინფორმაციას აგროვებდა. იუნ ვეი იეო 2019 წელს დააკავეს. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში დააკავეს ჩინელი მეცნიერი, 37 წლის ჰუან თენგი, რომელიც ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიაში მსახურობდა და ეს ინფორმაცია დამალა. მედიის ინფორმაციით, აშშ-ში, ანალოგიური ბრალდებით, მიმდინარე კვირას ჩინეთის კიდევ სამი მოქალაქე დააკავეს.

ცნობისათვის, ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ბოლო დროს განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მ ჩინეთს ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის საკონსულოს დახურვა მოთხოვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი „აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების“ დაცვაა.

ვაშინგტონის ამ ნაბიჯის პასუხად პეკინმა ჩენდუში მდებარე აშშ-ის საკონსულოს დახურვა მოითხოვა.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?