ლია მუხაშავრია - რაც „ნაცმოძრაობამ“ საკანონმდებლო ცვლილებებით გააფუჭა გამოძიების კუთხით, „ოცნებამ“ არა თუ გამოასწორა, არამედ კიდევ უფრო კარგად მოირგო და შეირგო

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელ დირექტორ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, გახმაურებულ შემთხვევებზე, რომლებიც სამწუხაროდ ლეტალური შედეგებითაა დასრულებული, ახლა ბევრს საუბრობენ, მაგრამ იმის გამო, რომ ეს შემთხვევები საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრშია, ჩვენც მათზე მსჯელობას გვერდს არ აუვლით.

კარგად გვესმის, რომ მომხდარის მიზეზები და გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები რთული და ცალ-ცალკე სამსჯელო თემებია, მაგრამ ახლა რადგანაც საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის რისხვა სწორედ გამოძიებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება, ჩვენი საუბარიც ამ თემაზე თქვენი შთაბეჭდილებებით გვინდა დავიწყოთ.

თქვენზე, როგორც გამოცდილ უფლებადამცველზე რა შთაბეჭდილება დატოვეს შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეებზე საგამოძიებო უწყებების რეაქციამ, გაწეულმა სამძებრო სამუშაოებმა და თუნდაც გამოძიების მიმდინარეობამ?

- წლებია მიდის საუბარი ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე, რომ ჩვენს სამშობლოში გამოძიების სერიოზული პრობლემა არსებობს, მაგრამ ამაზე ხელისუფლებები, ვგულისხმობ არა მარტო ამ ხელისუფლებას, ყურს არ იბერტყავენ.

წლებია მიდის საუბარი ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე, რომ ჩვენს სამშობლოში გამოძიების სერიოზული პრობლემა არსებობს, მაგრამ ამაზე ხელისუფლებები, ვგულისხმობ არა მარტო ამ ხელისუფლებას, ყურს არ იბერტყავენ

გამოძიება გადაიქცა ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლად, ხოლო დანარჩენ მათ საქმიანობაზე ყოველგვარი კონტროლი მოიშალა, მათ შორის უმთავრესი კონტროლი, რომელსაც მართლმსაჯულება უნდა ახორციელებდეს.

ამ დაახლოებით ორი ათეული წლის მანძილზე, ბუნებრივია, გამოძიებამ დაკარგა კვალიფიკაცია და ის პროფესიული უნარები, რომლის გარეშე ეფექტური გამოძიების ჩატარება შეუძლებელია, მაშინაც კი, როდესაც შესაძლოა ამის ნება და სახელისუფლებო დაკვეთაც კი არსებობს.

ვფიქრობ, შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეებმა ცხადყო ღრმად არსებული გამოძიების პრობლემა და ზედაპირზე ამოიტანა ის საშინელი სურათი, რომელიც აქამდე შეიძლება ყველას დასანახი არ იყო.

ვფიქრობ, შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეებმა ცხადყო ღრმად არსებული გამოძიების პრობლემა და ზედაპირზე ამოიტანა ის საშინელი სურათი, რომელიც აქამდე შეიძლება ყველას დასანახი არ იყო

- გასაგებია, რომ ორივე შემთხვევა საკმაოდ რთული გამოსაძიებელია, ვინაიდან შაქარაშვილის საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, რაც საგამოძიებო ორგანოებს ალბათ დამატებით პრობლემებს უქმნის.

ასევე რთული გამოსაძიებელი ჩანს ბაჩალიაშვილის საქმეც, ვინაიდან საკმაოდ რთულად გამოიყურება იმის დადგენის ალბათობა, თუ რა იყო მიზეზი იმისა, რომ ახალგაზრდა, ჭკვიანი, გონიერი, შრომისმოყვარე და კიდევ სხვადასხვა ღირსებებით გამორჩეული გოგონა რამ, ან ვინ აიძულა დიდი რაოდენობით საფრთხის შემცვლელი წამლები მიეღო.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ბაჩალეიშვილის საქმე მეტ-ნაკლებად იოლად შეიძლება იყოს გამოძიებული. თქვენი დაკვირვებით, რამდენად გაქვთ იმის განცდა, რომ შაქარაშვილისა და ბაჩალეიშვილის საქმეებზე გამოძიება სასამართლოსა და საზოგადოებას ორივე შემთხვევაში დასაბუთებულ ვერსიას წარუდგენს?

- ჩემდა სამწუხაროდ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არც შაქარაშვილის და არც ბაჩალიაშვილს საქმე არ იქნება სათანადოდ გამოძიებული ზემოაღნიშნული მიზეზების გამო და მრავლად დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები როგორც დაზარალებულებს, ისე საზოგადოებას.

ჩემდა სამწუხაროდ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არც შაქარაშვილის და არც ბაჩალიაშვილს საქმე არ იქნება სათანადოდ გამოძიებული ზემოაღნიშნული მიზეზების გამო და მრავლად დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები როგორც დაზარალებულებს, ისე საზოგადოებას

გამოძიების ყველა რგოლი, სისტემა მთლიანად არის, როგორც დღეს ტრენდულია, შეიძლება ითქვას, უკურნებელი ვირუსით დაავადებული და მისი გაჯანსაღება ან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ან შეუძლებელია, როგორც კორონა ვირუსის შემთხვევაშია.

ამ ორმა საქმემ საზოგადოებას ცხადად დაანახვა, რომ უბედურება, რომელიც შაქარაშვილებისა და ბაჩალიაშვილებს ოჯახებს დაატყდა თავს, სავსებით შესაძლებელია ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს და ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს იმ ვითარებაში, როდესაც ხვდები, რომ არც სახელმწიფო არ არსებობს, არც დაცვა და არც პასუხები სასოცოცხლო მნიშვნელობის კითხვებზე, არ შეიძლება ენდო ექსპერტიზას, გამოძიებას, პროკურატურას და სასამართლოს.

გარწმუნებთ, ვისაც ეს განუცდია, ამაზე მძიმე უმწეობის განცდა უბრალოდ წარმოუდგენელია და ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან. ახლა, როცა შაქარაშვილის საქმეზე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უყურებს საზოგადოება გამოძიების მიმდინარეობას მედიისა და ჟურნალისტების წყალობით, საზოგადოების თვალწინ მიდის ეს პროცესი და ყველა, ვისაც ძალუძს ამ ამბავს თვალი გაუსწოროს - შეძრწუნებულია.

ჩნდება ადამიანურად თითქმის აუტანელი კითხვები - რისთვის არსებობს სახელმწიფო, რისთვის არსებობენ დაქირავებული სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც თურმე საერთოდ ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და მაღალ ანაზღაურებას კი იღებენ. უფრო მეტიც, მოვალეობის შესრულების ნაცვლად, აუკუღმართებენ საქმეს, შეიძლება დამნაშავეს ხელს აფარებდნენ და უდანაშაულო ადამიანებს აპატიმრებდნენ და რაც მთავარია, არ ჩანს ამ მდგომარეობიდან გამოსავალი და საშველი.

ჩნდება აუტანელი კითხვები - რისთვის არსებობს სახელმწიფო, რისთვის არსებობენ დაქირავებული სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც თურმე საერთოდ ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და მაღალ ანაზღაურებას კი იღებენ. უფრო მეტიც, მოვალეობის შესრულების ნაცვლად, აუკუღმართებენ საქმეს, შეიძლება დამნაშავეს ხელს აფარებდნენ და უდანაშაულო ადამიანებს აპატიმრებდნენ და რაც მთავარია, არ ჩანს ამ მდგომარეობიდან გამოსავალი და საშველი

ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, საქმე რთულია, მრავალი პირია მასში ჩართული და მრავალეპიზოდიანია თუ შედარებით, ერთი შეხედვით უფრო მარტივი, როგორც ეს ამ ორ საქმეში ხდება. მიუხედავად ამისა, დამოკიდებულება, ნდობა და ფაქტები ერთნაირად შემაძრწუნებელია.

ამას უნდა დავუმატოთ ის, რომ სახელმწიფოს არა თუ ვალდებულება აქვს, უკვე ჩადენილი მკვლელობის გამოძიებისა, არამედ ვალდეუბლია მიიღოს ზომები, რომ მკვლელობა და მძიმე დანაშაული არ მოხდეს, გაატაროს პრვენციული ღონისძიებები, როგორც ეს ნორმალურ სახელმწიფოებში ხდება, ჩვენ კი რას ვხედავთ, თითქმის ყველას თვალწინ მომხდარი დანაშაულის გამოძიება არ ხდება წესიერად, როგორც ეს ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე მოხდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე კი დავინახეთ, რომ 5 დღის მანძილზე ვერ იპოვეს დედაქალაქიდან არა უმეტეს 50 კმ. რადიუსში დაკარგული ახალგაზრდა ქალი ავტომანქანით და ახლაც არ ვიცით მწყემსი იყო მპოვნელი თუ ვინმე სხვა.

ამ და სხვა მიზეზებისა გამო, მთლიანად საზოგადოებაა მძიმე მდგომარეობაში და არა ნაკლებ ტრაგიკულ განცდებში, როცა ამ ამბებს ყოველდღიურად ადევნებს თვალს, ვიდრე თავად დაზარალებული ოჯახები.

- დარწმუნებული ვარ, მიაქცევდით ყურადღებას საზოგადოების რეაქციას ამ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელებში მედიას ამ საქმეების მიმართ გადაჭარბებული ინტერესის გამო საყვედურობენ.

ამ მოსაზრებას, ისევე როგორც სხვა მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, აქვთ არსებობის უფლება. შესაძლოა, მედიის ნაწილს ამ თემების აქტუალიზებისას პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს, მაგრამ, ვინც ამაზე ამახვილებს ყურადღებას, ნებსით თუ უნებლიათ მხედველობიდან არეალიდან რჩებათ მთავარი.

კერძოდ ის, რომ საზოგადოებისთვის კრიტიკულ სიტუაციებში მედიის აქტივობაზე მეტად ქვეყანის პრობლემა საგამოძიებო სისტემაში არსებული პრობლემები და გაუმართავი სახელმწიფო ინსტიტუტებია...

- ეს ჩვენ შეგვაჩვიეს თითქოს გადაჭარბებულია მედიის ყურადღება დღეს, ამ კონკრეტული საქმეების მიმართ, თორემ იმ ქვეყნებში, სადაც ანგარიშვალდებულების პრინციპი სათანადოდ მოქმედებს, ყველა მძიმე დანაშაულზე ხდება ადგილობრივი მედიის კონცენტრირება და გამოძიების ორგანოები ყოველდღიურად, ხშირად დღეში რამდენჯერმეც აკეთებენ მედიაში ანგარიშს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

იმ ქვეყნებში, სადაც ანგარიშვალდებულების პრინციპი სათანადოდ მოქმედებს, ყველა მძიმე დანაშაულზე ხდება ადგილობრივი მედიის კონცენტრირება და გამოძიების ორგანოები ყოველდღიურად, ხშირად დღეში რამდენჯერმეც აკეთებენ მედიაში ანგარიშს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ

როდესაც ჩემს ქალაქში მკვლელობა ხდება, მე უნდა ვიცოდე როდის დააკავებენ მკვლელს, რომ სანამ ის თავისუფალია პირადი უსაფრთხოების ზომები მივიღო და გავუფრთხილდე ჩემს ახლობლებს. ზუსტად ვიცოდე, რომ მკვლელი თავისუფალია და საშიში, რომ ყველაფერი კეთდება, რომ ჩემი და ჩემი თანამოქალაქეების სიცოცხლისა და საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემო მალე აღდგებს.

დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ დამნაშავეს მალე მიაგნებენ და პასუხისგებაში მისცემენ, სამართლიან და კანონიერ სასჯელს მიუსჯიან და მე შემეძლება უსაფრთხოდ ცხოვრების გაგრძელება. ესაა ნორმალური სახელმწფიოს მოქალაქის ლოგიკა და ფიქრი.

ამის საპირისპიროდ ჩვენ რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ? ჩვენს ირგვლივ უამრავი მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლად დადის, მაშინაც კი, როდესაც არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები მათ წინააღმდეგ და საზოგადოებაში გაბატონებულია აზრი მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ის დაუსჯელია. ასეთი პირები განსაკუთრებით საშიშები არიან, რადგან დანაშაულის რეციდივი და რეციდივისტი პირები, განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ.

უფრო უარესი ხანდახან ისაა, რომ არა თუ დაუსჯელი რჩებიან რეციდივისტები, არამედ დარწმუნებული არიან, რომ არასოდეს მოეკითხებათ პასუხი, რადგან მათი საქმე გამოძიებაში კარგად „ჩაიფარცხა“, „გაფუჭდა“, მათ ყავთ ხელისუფლების ზედა ეშელონებში მფარველები და რაც არ უნდა ჩაიდინონ, მათ პასუხს არავინ მოსთხოვთ.

კარგად თუ დავაკვირდებით, ფაქტობრივად, ეს გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკაა, ეს ფრონტის ხაზზე ცხოვრებაა, სასტიკი ცხოვრების სურათია, სადაც გადარჩება ის, ვინც უფრო სასტიკი და დაუნდობელია.

შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ჩვენ ჯუნგლების კანონებით ვცხოვრობთ და ეს დიდი ხანია გრძელდება, იმდენად დიდი ხანია, რომ ასეთი ცხოვრება ნორმალურადაც კი გვეჩვენება, რადგან ამ საშინელი სურათის დანმახავი ადამიანი არ შეიძლება უმოქმედო იყოს, რამე არ გააკეთოს საკუთარი და მისთვის ძვირფასი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.

მინდა ყველა დააფიქროს ამ ვითარებამ, რადგან ასეთი რამის მოთმენა უნდა დავასრულოთ და ყველაფერი გავაკეთოთ ჯუნგლებიდან გამოსასვლელად.

მინდა ყველა დააფიქროს ამ ვითარებამ, რადგან ასეთი რამის მოთმენა უნდა დავასრულოთ და ყველაფერი გავაკეთოთ ჯუნგლებიდან გამოსასვლელად

- ამ თემების კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა - „მართლმსაჯულების სისტემა გარკვეულ რეფორმას საჭიროებს“.

მართლმსაჯულების, ანუ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ მრავალჯერ გისაუბრიათ. იმაზე, რომ ამ სისტემაში არა მარტო რჩებიან, არამედ საკვანძო პოზიციებზე არიან მურუსიძე და ჩინჩალაძე, ბევრჯერ ითქვა, მაგრამ როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები გვარწმუნებენ, ისინი წარმატებით ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ამ სფეროში ჩახედული ადამიანების აზრით, მართლმსაჯულების სისტემაში შესაძლოა ბევრი რამაც გაუმჯობესდა, მაგრამ ეს არ ეხება ისეთ თემებს, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად აქვთ კავშირი პოლიტიკასთან. თქვენც ასე ფიქრობთ?

მოახლოებული არჩევნების წინ ეს თემა საკმაოდ აქტუალურად გამოიყურება...

- გახარიას კომენტარი, ძალიან, ძალიან კი არა მეტისმეტად რბილადაა ნათქვამი, რომ თურმე „მართლმსაჯულების სისტემა გარკვეულ რეფორმას საჭიროებს“, მე სხვანაირად ვიტყოდი - სისტემა უნდა დაინგრეს.

გახარიას კომენტარი, ძალიან, ძალიან კი არა მეტისმეტად რბილადაა ნათქვამი, რომ თურმე „მართლმსაჯულების სისტემა გარკვეულ რეფორმას საჭიროებს“, მე სხვანაირად ვიტყოდი - სისტემა უნდა დაინგრეს

სისტემა რადიკალურ და დაუყოვნებელ რეფორმას საჭიროებს, შესაძლოა რევოლურციურ ცვლილებასაც კი და ეს განსაკუთრებით აქტუალური სწორედ საარჩევნო პროცესშია. მინდა საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ხელისუფლებისა და საარჩევნო კამპანიაში ჩართული სუბიექტების პროგრამებში თუ რას ფიქრობენ და გეგმავენ ისინი მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით, როგორ აპირებენ მის განხორციელებას, რა კონკრეტული ნაბიჯები და ღონისძიებები უნდა გაატარონ, რომ ჩვენი ქვეყანა ჯუნგლებიდან სახელმწიფოდ იქცეს.

დაფიქრდით, ჩემო კარგებო, ეს ჩვენი და ჩვენი შვილების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. გავიხსენოთ, რამდენი ცნობილი ადამიანი მოკლეს ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე, თითქმის საჯაროდ, ყველას თვალწინ და რით დამთავრდა ამ საქმეთა გამოძიება და რამდენად სამართლიანად დაისაჯნენ დამნაშავეები.

გავიხსენოთ რა არის პოლიტიკის ერთ-ერთი უძველესი განმარტება და მნიშვნელობა - საზოგადოების მოწყობა საუკეთესო გზითა და საშუალებით, ჰოდა, როგორ არ არის პოლიტიკის საკითხი ის, რომ ამ სახელმწიფოში დღეს არავინაა დაცული, უამრავი მკვლელობის საქმე გამოუძიებელი და გაუხსნელი, ან თაროზე დამტვერილი დევს.

გავიხსენოთ რა არის პოლიტიკის ერთ-ერთი უძველესი განმარტება და მნიშვნელობა - საზოგადოების მოწყობა საუკეთესო გზითა და საშუალებით, ჰოდა, როგორ არ არის პოლიტიკის საკითხი ის, რომ ამ სახელმწიფოში დღეს არავინაა დაცული, უამრავი მკვლელობის საქმე გამოუძიებელი და გაუხსნელი, ან თაროზე დამტვერილი დევს

- პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა - „აუცილებელია გამოძიების სისტემის გამიჯვნა, რომ გამოძიების ხარისხი გაუმჯობესდეს“. ვერაფერს იტყვი, საშური საქმეა, მაგრამ რატომ ვერ შეძლო ამის გაკეთება მმართველმა გუნდმა თითქმის 8 წლის განმავლობაში, უცნაურის გარდა, გაუგებარიცაა.

მან ასევე თქვა, რომ აუცილებელია მაქსიმალურად გაიცემოდეს ინფორმაციები შსს-დან, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ინტერპრეტაციისთვის ნაკლები საშუალება ჰქონდეთ.

შესანიშნავია მოსაზრებაა, მაგრამ, როგორც წინა ხელისუფლების დროს ეუბნებოდნენ მედიას მიმართეთ პრესცენტრს, ახლა იგივეს ეუბნებიან.

სხვათა შორის, მედიაში დარჩენილმა პასუხიმგებლობის მქონე ჟურნალისტებმა იციან, რომ შსს-ს მხრიდან ინფორმაციის გაცემა კარგია, მაგრამ შსს თუნდაც გამოძიების ინტერესების არდაზიანებისათვის იმაზე მეტ ინფორმაციას არ უნდა გასცემდეს ვიდრე საჭიროა.

არადა, ორივე გახმაურებულ ამბებზე, განსაკუთრებით შაქარაშვილის საქმეზე მედიამ იმაზე მეტი ინფორმაცია მოიპოვა და გაასაჯაროვა, ვიდრე მათი მოძიების სურვილი საგამოძიებო სტრუქტურებს აღმოაჩდათ.

რატომ ვერ შეძლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საგამოძიებო სისტემის გამიჯვნა გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით? რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი?

სხვათა შორის, ამგვარი რეკომენდაციები ჩვენი დასავლელ პარტნიორებისაგან ბევრი გვახსოვს...

- გამოძიების სისტემის გაჯანსაღების, უფრო სწორად, მის ასამოქედებლად და ფუნქციის მიხედვით საქმიანობის დასაწყებად სისტემის ძირებული შეცვლაა საჭირო, დაწყებული კანონმდებლობის ცვლილებით, კადრებისა და პრაქტიკის ძირებული ცვლილებით.

ვინაიდან დღემდე პოლიტიკაში მოდიან ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვერ წარმოუდგენიათ რატომ ან როგორ არ უნდა შეასრულოს გენერალურმა თუ ნებისმიერმა პროკურორმა მისი მითითება თუ დავალება, რატომ არ უნდა შესრულდეს გამოძიებაში მისი მოთხოვნა, ან სასამართლომ როგორ შეიძლება არ გამოიტანოს ის გადაწყვეტილება თუ განაჩენი, რომელიც მისთვისაა სასურველი - აბა, ასეთი ტიპს ხელისუფლების სათავეში მოსვლა რა ჯანდაბად უნდა.

ვიდრე არ შეიქმნება ის პოლიტიკური ნება, ურომლისოდაც ძირებული ცვლილება, გნებავთ, რეფორმა შესაძლებელი ვერ გახდება.

ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსების ცნობიერება არ იქნება სხვაგვარი, უფრო სწორად, ვიდრე ხელისუფლებაში არ ავირჩევთ ადამიანებს, ვისთვისაც მიუღებელი და წარმოუდგენელია კონსტუტუციისა და კანონის დარღვევა და ვინც პოლიტიკაში მოსვლას ქვეყნისა და საზოგადოების სამსახურში მოსვლად აღიქვამს და არა საკუთარი და ახლობლებისთვის პრივილეგიებისა და მფარველობის მოსაპოვებლად.

ძალიან კარგად მესმის რა მაღალ სტანდარტზე ვსაუბრობ და თითქოს სხვა პლანეტიდან ვუყურებ პრობლემას, მაგრამ მჯერა, რომ ასეთი ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში არიან, ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. ამოცანა ისაა, ასეთი ადამიანები წავახალისოთ პოლიტიკაში მოსასვლელად და მათ მივცეთ ხმა და არა მათ, ვინც ახლა გვყავს და რომელთაც ზედმიწევნით კარგად ვიცნობთ.

რაც „ნაცმოძრაობამ“ საკანონმდებლო ცვლილებებით გააფუჭა გამოძიების კუთხით, „ქართულმა ოცნებამ“ არა თუ გამოასწორა, არამედ კიდევ უფრო კარგად მოირგო და შეირგო. დაზარალებულს არავითარი პროცესუალური უფლება არ დაუტოვეს არც კანონით და არც პრაქტიკით.

რაც „ნაცმოძრაობამ“ საკანონმდებლო ცვლილებებით გააფუჭა გამოძიების კუთხით, „ქართულმა ოცნებამ“ არა თუ გამოასწორა, არამედ კიდევ უფრო კარგად მოირგო და შეირგო. დაზარალებულს არავითარი პროცესუალური უფლება არ დაუტოვეს არც კანონით და არც პრაქტიკით

დაზარალებულებს უსირცხვილოდ უარს ეუბნებიან მოთხოვნებზე და ამას პირდაპირ საპროცესო ნორმებით ასაბუთებენ პროკურორები. უფრო მეტიც, პროკურორს თვალით ვერ ნახავ, თუ საშვი არ გამოგიწერა და ნება არ დაგრთო მის ოფისში.

ტელეფონზე არ გიპასუხებს, არ მიგიღებს, არ მოგისმენს, არ შეისმენს და ვერაფერს დააკლებ, რადგან ასეთია კანონი. „ქართულ ოცნებას“ ეს კანონი ხელუხლებლად აქვთ დატოვებული, თუმცა „ნაცებს“ ლანძღავენ და აგინებენ.

და ეს მხოლოდ დეტალია უსამართლობისა და უკანონობის ჯაჭვში, რომლითაც გამოძიება საიმედოდაა შეკრული და „დაცული“ გარეშე თუ დაინტერესებული პირების, ადვოკატების, დაზარალებულებისა თუ სხვა მხარეეების მხრიდან.

გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებაზე კი არა, არარსებული გამოძიების დაარსებაზე და ამოქმედებაზეა საჭირო რეფორმა, როცა კონტროლისა და გასაჩივრების ქმედითი მექანიზმები თანაბარ პროცესუალურ მდგომარეობაში აყენებს მხარეებს, ხოლო ხარვეზისა და გადაცდომის გამოსწორება მარტივად ხდება სასამართლოში.

გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებაზე კი არა, არარსებული გამოძიების დაარსებაზე და ამოქმედებაზეა საჭირო რეფორმა, როცა კონტროლისა და გასაჩივრების ქმედითი მექანიზმები თანაბარ პროცესუალურ მდგომარეობაში აყენებს მხარეებს, ხოლო ხარვეზისა და გადაცდომის გამოსწორება მარტივად ხდება სასამართლოში

- პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებები მართმსაჯულებისა თუ საგამოძიებო სისტემაში გარკვეული რეფორმების ბოლომდე მიყვანის აუცილებლობის შესახებ პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვნად იქნა შეფასებული.

ბევრმა პრემიერის განცხადებები შსს მინისტრ გომელაურთან მის სავარაუდო დაპირისპირებას დაუკავშირა. ისიც კი თქვა, გახარია კია პრემიერი, მაგრამ შსს მინისტრი მას კი არა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება.

ამ თემაზე საუბრისას უფრო შორსაც წავიდა გია ხუხაშვილი - „თუ გახარია თავისას გაიტანს, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით კარგი იქნება, მაგრამ ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ გამოცდილმა ინტრიგანებმა პირიქით გახარია შეჭამონ“.

გითხრათ სიმართლე, მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარება არარეალისტურად გამოიყურება თუნდაც იმის გამო, რომ გიორგი გახარია მმართველ გუნდში ყველაზე წონიანი ფიგურაა და „ოცნებას“ მის გარეშე არჩევნების ჩატარება არ უნდა აწყობდეს.

თქვენი დაკვირვებით გახარია-გომელაურის დაპირისპირება, რაზეც სააუბრობენ, სავარაუდოდ, რით შეიძლება დასრულდეს?

- შაქარაშვილის საქმის გამო მიცემულ ერთ-ერთ თავდაპირველ ინტერვიუში მე მოვითხოვე გომელაურის გადადგომა. ეს მოთხოვნა, მოგვიანებით გააჟღერეს სხვებმა, ხელისუფლების მხრიდან, ჯერაც ყური არ შეუბერტყავთ.

თუკი გომელაურის გადადგომის მოთხოვნაზე რეაგირება დაგვიანდება, გარწმუნებთ, ის გახარიას გადადგომის მოთხოვნაში გადაიზრდება, მერე რა, რომ ყველამ ვიცით, რომ ამ ხელისუფლებას რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი.

თუკი გომელაურის გადადგომის მოთხოვნაზე რეაგირება დაგვიანდება, გარწმუნებთ, ის გახარიას გადადგომის მოთხოვნაში გადაიზრდება, მერე რა, რომ ყველამ ვიცით, რომ ამ ხელისუფლებას რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი

მაგრამ, თუ კარგად დავფიქრდებით, ამ რამდენიმე თვეში გომელაურისა და გახარიას სათავეში ყოფნისას, გარწმუნებთ, ბევრი, არა ნაკლები უბედურება შეიძლება მოხდეს, კიდევ რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე შეწყვიტონ მოძალადეებმა, ამიტომ დაყოვნება და ლოდინი ძალიან სახიფათოა. ბოლოს და ბოლოს სამი ათეული წელია დამოუკიდებლობის შემდეგ რაღაცას კარგს ველოდებით და უფრო და უფრო უარესს კი ვიღებთ.

ვფიქრობ, დროის ლიმიტი ამოწურულია როგორც გომელაურისთვის, ისე გახარიასთვის და ისე „ქართული ოცნებისთვის.“ თუ თავად „ქართული ოცნება“ არ მოიცილებს გომელაურს, მოუწევს იძულებით დაემშვიდობოს გახარიას და მაშინ ყველა გეგმა, რაც გახარიას წყალობით არჩვენებში რაიმეს მიღწევას გულისხმობს, წყალში ეყრება. ამიტომ, ვფიქრობ, თავად „ოცნებამ“ უნდა იმოქმედოს და თან დაუყოვნებლივ.

ვფიქრობ, დროის ლიმიტი ამოწურულია როგორც გომელაურისთვის, ისე გახარიასთვის და ისე „ქართული ოცნებისთვის.“ თუ თავად „ქართული ოცნება“ არ მოიცილებს გომელაურს, მოუწევს იძულებით დაემშვიდობოს გახარიას და მაშინ ყველა გეგმა, რაც გახარიას წყალობით არჩვენებში რაიმეს მიღწევას გულისხმობს, წყალში ეყრება. ამიტომ, ვფიქრობ, თავად „ოცნებამ“ უნდა იმოქმედოს და თან დაუყოვნებლივ

- „ქართულმა ოცნება“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატად ვასილ ჩიგოგიძე დაასახელა. თქვენი დაკვირვებით, არჩევნებში გამარჯვების რა შანსები აქვს მმართველი გუნდის ფავორიტს?

- უნდა გითხრათ, რომ გურულები ძალიან არიან გაბრაზებულები ხელისუფლებაზე. რადგან საშინელი გაჭირვება და უიმედობაა, თუმცა, იცით გურულს ჯანყის გრძნობა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ტოვებს.

ვფიქრობ, მოსალოდნელია, რომ სწორედ გურიაში ჩავარდეს ხელისუფლების კანდიდატი, რადგან მისმა წინამორბედმა მაჟორიტარებმა, შეიძლება ითვას, რომ თავი შეირცხვინეს.

ვფიქრობ, მოსალოდნელია, რომ სწორედ გურიაში ჩავარდეს ხელისუფლების კანდიდატი, რადგან მისმა წინამორბედმა მაჟორიტარებმა, შეიძლება ითვას, რომ თავი შეირცხვინეს

მგონი, ოპოზიციის სოლიდურ კანდიდატს დიდი შანსები აქვს, ოღონდ, ძალიან მინდა ოპოზიციის შეთანხმებული და ღირსეული კანდიდატი დასახელდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა ერთმანეთს მაინც არ წაართვან ხმები და გაერთიანებული ძალით ღირსეულად დამარცხდეს ქართული ოცნება.

- ახლა როცა ოპოზიციური სპექტრი ცდილობს მაჟორიტარულ ოლქებში ხელისუფლების კანდიდატებს კონკურენტული კანდიდატები დაუპირისპიროს, ბარემ აქვე გკითხავთ - რაო, რას ამბობენ გურულ წყაროებზე ენაკვიმატი გურულები - ოპოზიციური სპექტრიდან ვინ შეიძლება გაუწიოს „ოცნების“ კანდიდატს არა მარტო ღირსეული კონკურენცია, არამედ დაამარცხოს კიდეც? ამფერი ჩანა ვინმე?

- ვერ გეტყვით, ვისზე მიდის საუბარი, მე შორს ვარ ამგვარი საუბრებისგან და წყაროებისგან. ვფიქრობ, არა ერთი ღირსეული კანდიდატი შეიძლება იყოს და მინდა ვისურვო, რომ იმედი არ გამიცრუვდება.

სამწუხაროდ, არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს, ვინც ყველაზე „კაი გამოდგება“ თორემ, ყველაზე ხმამაღლა და გარკვევით ვეტყოდი მკითხველს და მხარდაჭერასაც ვთხოვდი. არა მარტო გურიაში, მინდა ჩემი სამშობლოს ყველა მაჟორიტარულ ოლქში ავირჩიოთ ღირსეული პარლამენტარები და როგორმე ამოვიდეთ ამ ჭაობისა და ჯუნგლების ტყვეობიდან.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს