ბადრი ჯაფარიძე საბურთალოზე კენჭს იყრის

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო არჩევნებში კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ამის შესახებ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საბურთალოს რაიონის მცხოვრებლებმა იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იზრუნებს არა მხოლოდ რაიონის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებასა და კრიზისის დაძლევაზე.

„საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისათვის, რათა საბურთალოს მცხოვრებლებმა, ადამიანებმა, რომლებიც მთელი ეს წლებია განიცდიან გაჭირვებას, ერთხელ და სამუდამოდ იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს იზრუნოს არა მხოლოდ საბურთალოს მცხოვრებლების, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის პრობლების გადაჭრაზე, იმაზე, რომ შევძლოთ დავძლიოთ ყოველდღიური გაჭირვება და ის კრიზისი, რომელშიც ქვეყანაში აღმოჩნდა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო იქნება. საბურთალოს ოლქში კენჭისყრას აპირებს ასევე „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო