საქართველოს ეროვნული ნაკრები ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობს

ქიმიის რიგით 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადის (IChO) მასპინძელი ქვეყანა წელს თურქეთია და ქართველი ბავშვები მასში მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის მოსწავლეებთან ერთად იასპარეზებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით შეირჩა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.

თურქეთი, რომელმაც მასპინძლის სტატუსი 2018 წელს მოიპოვა, ოლიმპიადისთვის ორი წლის განმავლობაში დიდი მონდომებით ემზადებოდა თუმცა, პანდემიის გამო, ოლიმპიადა 23 -28 ივლისს დისტანციურად და მხოლოდ ერთი, თეორიული ტურით ჩატარდება.

ამასთან, უწყების განმარტებით, თეორიული ტური, რომელიც 25 ივლისს თბილისის დროით 13.00 საათზე დაიწყება, ხუთი საათი გრძელდება და მასში ქართველი მოსწავლეები საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტიდან ჩაერთვებიან, სადაც საგამოცდო ოთახი, IChO-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად მოეწყო და კომპიუტერული ტექნიკით და სამეთვალყურეო კამერებით აღიჭურვა (კომპიუტერები, პრინტერები, სკანერები). გარდა ამისა, მაქსიმალურადაა დაცულია პანდემიის საწინაღმდეგო ყველა მოთხოვნა.

სამინისტროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა დისტანციურად ტარდება, ექსპერიმენტული ტურის ყველა იმ აქტივობას მოიცავს, როგორიცაა ჟიურის სხდომები, კენჭისყრა, ამოცანების განხილვა და დამტკიცება, თარგმნა, არბიტრაჟი და თვით დაჯილდოების ცერემონიალიც კი.

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა (IChO) 1968 წელს პრაღაში დაიწყო და მასში ყოველწლიურად მსოფლიოს თითქმის 100-მდე ქვეყანაა ჩართული. საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მასში 2014 წლიდან მონაწილეობს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს