ინდოეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინაზე კლინიკური ცდები დაიწყო

ინდოეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინაზე კლინიკური ცდები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე-ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინდოეთის სამედიცინო მეცნიერების ინსტიტუტმა (AIIMS) განაცხადა, რომ მან კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინა- „კოვაქსინის“ პირველი დოზა უკვე გამოიყენა.

ცნობისათვის, ინდოეთში წარმოებული პოტენციური ვაქცინა ერთ-ერთია იმ 20-მდე ვაქცინას შორის, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კლინიკური ცდები ხორციელდება. ბოლო მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსის 1.3 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, 31 425 ადამიანი კი დაღუპულია. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მესამე ქვეყანაა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს